Baby Bag

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია
გთავაზობთ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს. შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას, თუ რომელი უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. პირად გვერდზე მოცემულია აგრეთვე ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს მომავალ სტუდენტებს, რომ აუცილებელია დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება) ხელშეკრულების გასაფორმებლად.

შეიძლება დაინტერესდეთ

დღეს მათემატიკისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდება - Naec

დღეს მათემატიკისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდება - Naec

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს 16:00 საათიდან გამოქვეყნდება მათემატიკისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდების პირველადი შედეგები.


წაიკითხეთ სრულად