Baby Bag

როდის გამოქვეყნდება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

როდის გამოქვეყნდება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ამ სავალდებულო საგნის გამოცდა დღეს და ხვალ ორ სესიად ჩატარადება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის დასრულების მომდევნო დღეს გამოქვეყნდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 41 000-მდე აბიტურიენტი. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

შეიძლება დაინტერესდეთ

საგამოცდო კრებულები აბიტურიენტებისათვის - 2021

საგამოცდო კრებულები აბიტურიენტებისათვის - 2021

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის საგამოცდო კრებულებს აქვეყნებს. 

წაიკითხეთ სრულად