Baby Bag

ამბულატორიული დაწესებულებები, სადაც გამოცდებში მონაწილეებს PCR ტესტირების ჩატარება უფასოდ შეუძლიათ

ამბულატორიული დაწესებულებები, სადაც გამოცდებში მონაწილეებს PCR ტესტირების ჩატარება უფასოდ შეუძლიათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ​აქვეყნებს იმ ამბულატორიული დაწესებულებების ჩამონათვა​ლსსადაც გამოცდებში მონაწილეებს PCR ტესტირების ჩატარება უფასოდ შეუძლიათ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, თუ გამოსაცდელს აქვს სიცხე, იმისათვის, რომ დაიშვას გამოცდაზე, უნდა წარადგინოს გამოცდამდე 2-3 დღის განმავლობაში გაცემული ცნობა, რომ არ არის კოვიდინფიცირებული. დეტალები იხილეთ ბმულზე.
იმის დასტურად, რომ პირი ნამდვილად მონაწილეობს 2020 წლის გამოცდებში, ამბულატორიულ დაწესებულებაში უნდა წარადგინოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

შეიძლება დაინტერესდეთ

პროგრამა Teams-ში ქართული ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების პლატფორმა el.ge ინტეგრირდა

პროგრამა Teams-ში ქართული ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების პლატფორმა el.ge ინტეგრირდა

საქართველოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მაიკროსოფტთან თანამშრომლობის შედეგად, პირველად, ქართული ონლაინ პროდუქტი el.ge მაიკროსოფტის პროგრამა Teams-ში ინტეგრირდა.

პროგრამა Teams-ში el.ge-ის პლატფორმის დამატებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მომხმარებელს მიეცა შესაძლებლობა ერთ სივრცეში ჰქონდეს წვდომა მისთვის საჭირო 22 ათასზე მეტ საგანმანათლებლო-ელექტრონულ რესურსთან.

ერთიანი საგანმანათლებლო ელექტრონული პორტალი el.ge 2018 წელს შეიქმნა, სადაც განთავსებულია სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მომზადებული და შექმნილი ელექტრონული საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები.

ვებ-გვერდზე ატვირთულია ელექტრონული წიგნები, თემატური ვიდეოები, ნოტები, სტატიები, ფოტო და აუდიო მასალები.

გამოყოფილია სივრცე ბლოგის, ვებინარების და სხვადასხვა მიმართულების პროექტებისთვის, რაც ეხმარება სწავლების პროცესში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჰქონდეთ საჭირო მასალებთან შეუფერხებელი წვდომა.

წაიკითხეთ სრულად