Baby Bag

ხულოში საგამოცდო ცენტრი გაიხსნება

ხულოში საგამოცდო ცენტრი გაიხსნება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით 2019 წელს ხულოში საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. სურვილის შემთხვევაში აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალში ხულოს ცენტრის არჩევაც შეეძლებათ.

მაღალმთიან აჭარაში საგამოცდო ცენტრი წლების განმავლობაშიფუნქციონირებდა, თუმცა 2018 წელს სკოლის შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ცენტრი ვეღარ გაიხსნა.

2019 წელს გამოცდები შემდეგ ქალაქებში ჩატარდება: ახალციხე, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, ოზურგეთი, რუსთავი, ფოთი, ქუთაისი და ხულო.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტიდან დაიწყო. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად იყოფა - პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა აბიტურიენტებს პირველ, ძირითად ეტაპზე (3 აპრილის 18:00 საათამდე) შეეძლებათ.

3 აპრილის 18:00 საათის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე მას გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლ შეეძლება, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნება.

შეიძლება დაინტერესდეთ

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი:

  • 1-2 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;
  • 1 ივლისი (პირველი სესია) - აფხაზური ენა;
  • 1 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;
  • 3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
  • 5 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა;

უცხოური ენა:

  • 8-9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
  • 8 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
  • 8 ივლისი (მეორე სესია) - გერმანული ენა;
  • 8 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
  • 10 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია;
  • 11 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
  • 12 ივლისი (მეორე სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • 15 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;
  • 16 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია;
  • 19 ივლისი (მეორე სესია) - სამოქალაქო განათლება;
  • 22 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
  • 23 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა.

2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი:

  • 17 - ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - B);
  • 18 - ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - B);
  • 22 - ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - A);
  • 23 - ივლისი (პირველი სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - C);
  • 23 - ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - A);
  • 24 - ივლისი (პირველი სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - C).

2019 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი:

  • 5 ივლისი (მეორე სესია) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;

წაიკითხეთ სრულად