Baby Bag

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შექმნა.

პლატფორმა შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, თუმცა მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს. რესურსი მოიცავს ძირითადი გრამატიკული საკითხების თეორიულ მასალას, სხვადასხვა ტიპის ინტერაქციულ სავარჯიშოებს, განმარტებით ვიდეოებსა და ჩეთბოტს.

მასწავლებლის სტატუსის მქონე მომხმარებელს სისტემა საშუალებას აძლევს, ელექტრონული ფოსტით მოიწვიოს მოსწავლეები და გააერთიანოს კლასებად.

საგანმანათლებლო რესურსი შეესაბამება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ გრამატიკულ საკითხებს.

რესურსი იხილეთ ბმულზე - ქართული ენის გრამატიკა

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ პროფესიული უნარების გამოცდაზე 10 კრედიტს მოიპოვება გსურთ - პრაქტიკოსი პედაგოგების საყურადღებოდ!

თუ პროფესიული უნარების გამოცდაზე 10 კრედიტს მოიპოვება გსურთ - პრაქტიკოსი პედაგოგების საყურადღებოდ!
პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის საგამოცდოდ ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს. ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგს ატარებს გამოცდილი ტრენერი. მის მიერ მომზადებულმა ყველა აპლიკანტმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

​„თუ ხართ პრაქტიკოსი პედაგოგი და გამოცდაზე სამსახურის შესანარჩუნებლად გიწევთ გასვლა, მაშინ ნამდვილად დაგჭირდებათ რჩევა გამოცდილი ტრენერისგან, რომელიც თვითონ ასწორებს მასწავლებლის საგნის გამოცდებს. მან ზუსტად იცის, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ტესტის დაწერისას, ის გირჩევთ, როგორი მეთოდით გააკეთოთ დავალებები და გასწავლით „ხრიკებს“ ტესტის ადვილად დასაწერად. მის მიერ მომზადებულმა ყველა აპლიკანტმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა“,  - აცხადებენ 
პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში.

​ტრენინგზე რეგისტრაცია სრულდება 3 ნოემბერს. ხანგრძლივობა - 12 მეცადინეობა, თითო მეცადინეობა 2-საათიანია.

​სრული კურსის ღირებულება 150 ლარი

​მეცადინეობა დაიწყება 4 ნოემბრიდან

​რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.​gle/Z1asrE9oxswMHyxA8

​ან დარეკეთ ნომერზე 592477277.
R.
წაიკითხეთ სრულად