Baby Bag

რა რეკომენდაციები მოქმედებს სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით

რა რეკომენდაციები მოქმედებს სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით

სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების კუთხით საკანონმდებლო დონეზე არაფერი შეცვლილა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას IPN განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სამინისტროს განმარტებით, ამ ეტაპზე ძალაშია ძველი რეკომენდაციები, რომლის მიხედვით, სკოლას ევალება გადამყვანი კომპანიისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები. გარდა ამისა, ექსკურსია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იქნება ორგანიზებული თუ მშობელთა ინიციატივით, აუცილებელია, სკოლას დაგეგმილ ექსკურსიაზე ინფორმაცია ჰქონდეს. ასევე, აუცილებელია ჯგუფის შემადგენლობაში სრულწლოვანი პირი შედიოდეს, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი ექნება გავლილი.

„უსაფრთხოება პრიორიტეტია და რეკომენდაციები დავალების სახით ყველა დირექტორს აქვს მიღებული - სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე პასუხისმგებელი დირექტორია. როცა ექსკურსია თავად მშობლების მიერ არის ორგანიზებული, მათაც ამავე რეკომედაციებით უნდა იხელმძღვანელონ, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ მშობლებს რეგულაციებს ვერ დავუდგენთ. ჩვენი რეკომენდაციები გასათვალისწინებელია და მშობლებს შეუძლეთ ეს სახელმძღვანელოდ გამოიყენონ“, - განაცხადა განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა.

იხილეთ ასევე:

სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები 2020 წლიდან დაწესდება


შეიძლება დაინტერესდეთ

„6 მიზეზი რატომ არ ვარგა სკოლა და ერთი-ორიც მასწავლებლების შესახებ“ - ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ტრაგიკულად გარდაცვლილი მოსწავლის ბლოგი

„6 მიზეზი რატომ არ ვარგა სკოლა და ერთი-ორიც მასწავლებლების შესახებ“ - ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ტრაგიკულად გარდაცვლილი მოსწავლის ბლოგი

ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიის დროს ტრაგიკულად გარდაცვლილი 16 წლის გოგონა, სოფი ბერძენიშვილი ცნობილი ბლოგერის, სალომე ბარკერის და გახლდათ. სალომე სოციალურ ქსელში დის ბლოგს „6 მიზეზი რატომ არ ვარგა სკოლა და ერთი-ორიც მასწავლებლების შესახებ“ აქვეყნებს და წერს:

„ეს გამომიგზავნა რამდენიმე კვირის წინ. მე რაღაცები ვურჩიე როგორ გაესწორებინა.

ძალიან უყვარდა წერა. ადამიანები. ყველას იცნობს ყველგან. სოფიზე კეთილი არსება არ ვიცი. კიდევ უამრავი იდეა ჰქონდა თავში, რომელსაც მისი სახელით გავაკეთებ. დრო არ მყოფნის და მეორე დღეა მინდა გთხოვოთ, ყველაზე მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს. შვილებს, დებს, ძმებს და ყველას.

ახლა ამას არ ვიცი რატომ გიზიარებთ. საერთოდ არ ვიცი როგორ გამოვიყურები და რამდენად ადეკვატური ვარ, მაპატიეთ თუ რამეა. I’m confused“, - წერს სალომე ბარკერი.

​სოფი ბერძენიშვილის ბლოგი „6 მიზეზი რატომ არ ვარგა სკოლა და ერთი ორიც მასწავლებლების შესახებ“:

„როდესაც ვიგებთ ფრაზას: - „ახალ სკოლაში გადამყავხარ”ან “ზაფხული დამთავრდა სკოლა იწყება“ ყველა ბედნიერებით ივსება გვგონია,რომ რაღაც ახალი იქნება რაღაც შეიცვლება და ჩვენი ცხოვრება უფრო მხიარული გახდება ასაკის მომატებასთან ერთად და ზოგჯერ სკოლის შეცვლითაც,თუმცა ეს ყველაფერი სისულელეა როდესაც სკოლის პირველ დღეს მივდივართ იქ სადაც წესით ბედნიერება და მხიარულება გველოდება,გვხვდება ერთფეროვანი გარემო,მოწყენილი ბავშვებით,ხანში შესული მასწავლებლებით რომლებიც ამბობენ რომ 25 წელია ამ სკოლაში ასწავლიან და ჩვენნაირი მოსწავლები არ ყოლიათ ხაზს უსვამენ რომ უკვე ყელში აქვთ ეს საქმიანობა,მათი ერთნაირი ტემბრით ახსნილი გაკვეთილები ნელ-ნელა გვბეზრდება და საერთოდ აღარ მოგვწონს და ინტერესს ვკარგავთ ამიტომ არ მესმის რატოღა აგრძელებენ იძულებით იმ საქმის კეთებას რაც მათ არ მოსწონთ,თუმცა რაღაც დოზით გასაგებია სხვა საქმე უბრალოდ არ არის.

რას ვაკეთებთ პირველს როდესაც ახალ სკოლაში მივდივართ?ვათვალიერებთ გარემოს, ვაკეთებთ ჩვენს თავთან ადაპტაციას იმის იმედით რომ ეს ადგილი ხელს შეგვიწყობს მაგრამ უმეტეს შემთხვევაში სკოლა არგვაძლევს ამდენ რესურსს რომ, “რაღაც გაკვეთილების” სწავლის გარდა ადამიანთან ურთიერთობაც ვისწავლოთ,ხშირად ახალ სკოლაში ახალი პრობლემები ჩნდება ახალი მეგობრების და ახალი კარგი გარემოს ნაცვლად,უამრავი მცდელობის მიუხედავად ვერ ვერგებით ახალ გარემოს თუნდაც დიდი დრო იყოს გასული.

მეორე მიზეზი ჭამას ეხება,რაც ყველას გვიყვარს,სკოლაში საშუალოდ 6საათს ვატარებთ 5დღის განმავლობაში ანუ 30სთ-ი, დღეში მინიმუმ 2ჯერ ვჭამთ ანუ 5დღეში 10ჯერ და ისიც საშინელ საკვებს-ცომეულს და ისიც უვარგისად გაკეთებულს ან შემოტანილს,როდესაც ვსაწვლობთ კერძო სკოლაში რომელიც ცნობილია საუკეთესო სკოლის სახელით საკვები უნდა იყოს საუკეთესო თუარა კარგი ხარისხის,არა მარტო ცომეული არამედ რაიმე სალათის მსგავსიც და როდესაც სკოლაში 500+ ბავშვი სწავლობს მხოლოდ 2 მომსახურე პერსონალი არ უნდა იყოს და დასვენებაზე როცა გვშია საჭმლის ყიდვას უნდა ვასწრებდეთ.

ტუალეტი ერთ-ერთი „საჭირო“ ოთახი, ყველაზე მნიშვნელოვანი სანამ სხვა მიზეზებს დავასახელებ ალბათ პირველ რიგში დეზინფექცია უნდა ვახსენოთ,საპონი რომელიც მნიშვნელოვანია, ტუალეტის ქაღალდი,თბილი წყალი, რომელიც არ არის ისეთი შეუსრულებელი მოთხოვნა, და არა ისეთი გაყინული რომელიც ჩემს სოფელშიც აღარ გვაქვს, რაც შეეხება რემონტს, ხშირად ტუალეტები კარების გარეშეა რაც მოუხერხებელია და ზოგი იძულებულია ყველა როცა გავა მაშინ შევიდეს ტუალეტში, ესეც მესამე.

მივადექით მეოთხე მნიშვნელოვან ნაწილს,შინაგანაწესი,ყველაზე აუტანელი ნაწილი,სკოლას როცა ვახსენებთ უმრავლესობას თავიდანვე განვითარებული ქვეყნების სკოლები ახსენდებათ სადაც სკოლაში დაძაბულობა არ იგრძნობა,სადაც ყველას ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვს ,სადაც არავინ გაიძულებს შეიკრა თმები,მარტივად რომ ვთქვათ სკოლა გაძლევს საშუალებას გამოიყურებოდე ისე როგორც მოგწონს მაშინ როცა ეს სწავლას ხელს საერთოდ არაფრით უშლის,აქ კი ყველაფერი პირიქითაა,დირექტორის,მასწავლებლების და სასწავლო ნაწილისგან წამოსულ აგრესიაზე აღარ ვისაუბრებ ეგ ისედაც გასაგებია,არ მესმის რატომ უნდა გვიყვარდეს ის ადგილი სადაც ყველა ყველაფერს გვიკრძალავს?!

რას გვასმევენ სკოლაში როდესაც ცუდად ვხდებით გვტკივა: თავი,მუცელი,ფეხი,ხელი,კბილი,თვალი,ყური წამალი კი მხოლოდ ერთია-ნახშირი ან თუ მუცელი გვტკივა ექიმისგან კითხვა - „ტუალეტში ხომ არ გინდა?”, „ის ხომ არ გაქვს?”, სკოლაში სადაც წამლების უკმარისობაა იმაზე მეტყველებს რომ არარის წარმატებული ადგილი ბავშვის მისაყვანად და ამ დაწესებულებისთვის ბავშვის მინდობა, ალბათ რამე რომ მოვიტეხო ისევ ნახშირს დაგვალევინებენ.

მასწავლებლებს რაც შეეხებათ,ყველა სკოლაში თითქმის ყველა ხანში შესული ფილოლოგი ასწავლის დაარა ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე გოგოები ან ბიჭები,მე მაგალითად მბეზრდება იმ მასწავლებლისგან მოსმენილი გაკვეთილი რომელსაც გაკვეთილის ჩატარების ხალისი არ აქვს და ერთი სული აქვს კლასიდან გავიდეს,არა მარტო გაკვეთილების ჩატარებას ეხება ჩემი დამოკიდებულება მასწავლებლების მიმართ, არამედ დამრიგებლებსაც,ჩემი აზრით დამრიგებელი უნდა გვყავდეს ისეთი რომელთანაც ვილაპარაკებთ ჩვენს კლასში არსებულ პრობლემებზე ან მას ექნება ყველასთან კარგი დამოკიდებულება და არ ეყოლება კლასიდან ფავორიტი მოსწავლეები.

და ბოლოს,ვისაც მსგავსი შეხედულებები გაქვთ სკოლაზე ყველას გისურვებთ ამ პრობლემების მოგვარებას,ყველა ბავშვი იმსახურებს ისეთ კომფორტულ გარემოში სწავლას და ურთიერთ-პატივისცემის გამომუშავებას როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში.“

წაიკითხეთ სრულად