Baby Bag

„ბაღისა და სკოლის ზეიმებში როლების უთანასწორო განაწილება ბავშვებს ტრავმას აყენებს და თავს არასრულფასოვნად აგრძნობინებს“

„ბაღისა და სკოლის ზეიმებში როლების უთანასწორო განაწილება ბავშვებს ტრავმას აყენებს და თავს არასრულფასოვნად აგრძნობინებს“

უფლებადამცველი ანა არგანაშვილი, სოციალურ ქსელში სკოლისა და ბაღის დირექციას და მასწავლებლებს მიმართავს, რომ ზეიმებზე ბავშვებს როლები თანაბრად გაუნაწილონ, წინააღმდგე შემთხვევაში, ამას რეაგირება მოყვება.

„არსებობს ბავშვების გულის ტკენის და უთანასწორობის ასეთი ფორმა: ბაღის და სკოლის ზეიმებში როლების (ლექსების, სიმღერების) უთანასწორო განაწილება. ეს ბავშვებს ტრავმას აყენებს და თავს არასრულფასოვნად აგრძნობინებს.

როცა ბავშვების მიმართ უთანასწორობის ასეთ შემთხვევებზე მოგვმართავენ, ამას სრულიად სერიოზულად ვეკიდებით. ცოტა ხანში ბევრ სკოლას და ბაღს მოგივათ ჩვენი წერილები ამ თემაზე. თუ არ გაითვალისწინებთ, საჩივრებიც და, შეიძლება, სასამართლო უწყებაც ჩაგაბარონ.

საერთოდ არ ვხუმრობ. თუ არ შეგიძლიათ ყველა ბავშვის თანასწორად ჩართვა და ბავშვებისთვის ახსნა, ნუ ატარებთ.

ამ დროს, ბავშვები, ფაქტიურად პირველად, სვამენ კითხვებს სამყაროში სამართლიანობის და თანასწორობის თემაზე. უფროსებმა იმედი არ უნდა გავუცრუოთ“, - წერს ანა არგანაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების სამინისტროს ინსტრუქცია სკოლებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქალაქების - თბილისის, გორის, რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ბათუმისა და ქობულეთის გარდა, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან საკლასო ოთახებში დაიწყება.

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

წაიკითხეთ სრულად