Baby Bag

„არა აქვს მნიშვნელობა, სად სწავლობ ან ასწავლი, როცა გინდა წინ იარო და მრავალფეროვანი იყოს დღეები“ - გეგუთის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი

„არა აქვს მნიშვნელობა, სად სწავლობ ან ასწავლი, როცა გინდა წინ იარო და მრავალფეროვანი იყოს დღეები“ - გეგუთის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი

როდესაც სწავლა გინდა, არ აქვს მნიშვნელობა, სად სწავლობ, მთავარია, ვინ გასწავლის და როგორ. ამის მაგალითია გეგუთის N1 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ნონა ჭელიშვილი, რომლის მოსწავლეებს მრავალფეროვანი და საინტერესო დღეები ნამდვილად არ აკლიათ. 

„არა აქვს მნიშვნელობა, სად სწავლობ ან ასწავლი, როცა გინდა წინ იარო და მრავალფეროვანი იყოს დღეები... ჩვენ ჯერ ისევ არა გვაქვს სკოლა (შეხიზნულები ვართ არასტანდარტულ შენობაში), მაგრამ ისეთი საინტერესო გაკვეთილები და კლასგარეშე სამუშაოები ტარდება, რომ ბევრი „მბზინავი სკოლა“ ინატრებდა.... მიყვარხართ, ჩემო ნიჭიერო და კრეატიულო ბავშვებო, წარმატებებს გისურვებთ! მე დარწმუნებული ვარ, თქვენ და თქვენი თანატოლები ასახელებთ მშობლიურ გეგუთს,“ - ამბობს ნონა ჭელიშვილი.

ამ ვიდეოში გეგუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილ საინტერესო რესურსებს ნახავთ. ნამუშევრები მათ ისტორიის გაკვეთილზე შექმნეს.