Baby Bag

როდის უნდა ელოდონ პედაგოგები სტატუსის ცვლილებას

როდის უნდა ელოდონ პედაგოგები სტატუსის ცვლილებას

პედაგოგების ნაწილს ახალი სასწავლო წლიდან ახალი სტატუსი მიენიჭება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლის შეფასების შედეგების ან/და მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადა პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის 9 აგვისტოს ​ჩათვლითაა​

რაც შეეხება, პედაგოგების სტატუსის ცვლილებას, როგორც ​Moms.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ეს პროცესი, სავარაუდოდ, სექტემბერის ბოლოს დაიწყება. სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი, რამდენი მასწავლებელი დაწინაურდა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.

ცნობისთვის, მოქმედ სქემაში ცვლილებების შემდეგ მასწავლებელს მიღწეული სტატუსი აღარ ჩამოერთმევა (სტატუსის შესანარჩუნებლად მასწავლებლებს გარკვეული რაოდენობის კრედიტების დაგროვება აღარ მოუწევთ).

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - შედეგების გამოქვეყნება გრძელდება

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - შედეგების გამოქვეყნება გრძელდება
გთავაზობთ ტესტირების ​შედეგებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII), მათემატიკაში (VII-XII), ისტორიაში, სამოქალაქო განათლებაში, პროფესიულ უნარებში, მუსიკასა და ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში.
შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება შედეგების გამოქვეყნების დასრულებისთანავე.
წაიკითხეთ სრულად