Baby Bag

„სასწავლო წლის ნებისმიერ დროს განსაზღვრული არდადეგებისგან განსხვავებული არდადეგები შეიძლება დაწესდეს“ - ცვლილება ბრძანებაში

„სასწავლო წლის ნებისმიერ დროს განსაზღვრული არდადეგებისგან განსხვავებული არდადეგები შეიძლება დაწესდეს“ - ცვლილება ბრძანებაში

„საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა. ცვლილების თანახმად, მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიძლება დაწესდეს წინასწარ განსაზღვრული არდადეგებისგან განსხვავებული არდადეგები. 

სასწავლო წლის ნებისმიერ დროს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეიძლება განისაზღვროს უკვე განსაზღვრული არდადეგებისგან განსხვავებული არდადეგები,“ - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამ ეტაპზე წლის განმავლობაში სკოლებში არდადეგები შემდეგნაირად ნაწილდება:

ზამთრის არდადეგები – 30 დეკემბერიდან – 15 იანვარამდე გრძელდება;

საგაზაფხულო არდადეგები – 8 მარტიდან 15 მარტამდე გრძელდება;

ზაფხულის არდადეგები – 15 ივნისიდან – 15 სექტემბერამდე გრძელდება.

იხილეთ ​ბრძანება