Baby Bag

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის თხოვნით მას თავად მიმართა:

„მიხეილ ბატიაშვილის თხოვნაა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

განათლების მინისტრის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს წარადგინეს. იგი მანამდე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი იყო. 

შეიძლება დაინტერესდეთ

​,,მართლა სასიხარულო ამბავია'' - გიორგი ფხაკაძე

​,,მართლა სასიხარულო ამბავია'' - გიორგი ფხაკაძე

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალური ქსელის მომხმარებლებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით სასიხარულო ამბავი გაუზიარა. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

​,,მართლა სასიხარულო ამბავია. გვაქვს ბრიტანეთში ჩატარებული პირველი კვლევა. კოვიდის ინდურ მუტაციაზე ასტრაზენეკას და ფაიზერის ეფექტურობა:

  • ფაიზერი - 1 დოზა 33.5%, 2 დოზა 87.9%
  • ასტრაზენეკა - 1 დოზა 33.2%, 2 დოზა 59.8%
ყველაფერი იქნება ძალიან კარგად.

კარგი იქნებოდა რომ სხვა ვაქცინების მწარმოებლებმაც იზრუნონ და ანალოგიური დამოუკიდებელი და მაღალი დონის კვლევები დადონ,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 


წაიკითხეთ სრულად