Baby Bag

საჯარო სკოლებში სწავლა ხვალ განახლდება - რა რეკომენდაციები მისცა განათლების სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებს?

საჯარო სკოლებში სწავლა ხვალ განახლდება - რა რეკომენდაციები მისცა განათლების სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებს?

15 იანვარს, საჯარო სკოლებში სწავლა განახლდება, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის მიზეზით სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ არდადეგების პერიოდი სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად გამოეყენებინათ. ხოლო სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ, სკოლაში სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი.

„ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს,“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

ეროვნულმა ბანკმა მასწავლებლების გადამზადება დაიწყო

ეროვნულმა ბანკმა მასწავლებლების გადამზადება დაიწყო

ფინანსური განათლების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა მასწავლებლების გადამზადება დაიწყო. 

დეტალებს გაეცანით ვიდეოში

Moms.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - ​„მასწავლებლების სანდო წყარო“​.
წაიკითხეთ სრულად