Baby Bag

„საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება“ - ჯანდაცვის მინისტრი

„საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება“ - ჯანდაცვის მინისტრი

კორონავირუსის გამო საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე,“ -  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ დროისთვის არ არსებობს.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინა 50 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპისთვის  მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

შეიძლება დაინტერესდეთ

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მზადდება კანონპროექტი მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება, აცრა ნებაყოფლობითია“ - განათლების სამინისტრო

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მზადდება კანონპროექტი მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება, აცრა ნებაყოფლობითია“ - განათლების სამინისტრო

„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მზადდება კანონპროექტი მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება, აცრა ნებაყოფლობითია,“ - ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

„იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში, შეუფერხებლად გაგრძელდეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად მოუწოდებს მასწავლებლებს, აიცრან. გარდა ამისა, სამინისტრო Unicef-თან ერთად აგრძელებს აცრასთან დაკავშირებით მასწავლებლებში ცნობიერების ამაღლების კამპანიას. სამინისტრო მასწავლებლებს ყოველთვის სთავაზობდა დახმარებას აცრისთვის რეგისტრაციის პროცესში, შემდეგ ყველა ქალაქში გაიხსნა ამცრელი კაბინეტები სპეციალურად განათლების სისტემის წარმომადგენლებისთვის, სადაც მათ რეგისტრაციის გარეშე შეეძლოთ ვაქცინაცია. შედეგად, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით, აცრილია საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომელთა 65% და პროცესი გრძელდება”, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წაიკითხეთ სრულად