Baby Bag

პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი დაიწყო

პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი დაიწყო

პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი დღეიდან, 11 მაისიდან დაიწყო და 1-ლი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო სკოლებში დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით.

ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:

  • რომელთა და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში;
  • მშობელი სკოლის თანამშრომელია;
  • ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელი იქნება 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით. ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

შეიძლება დაინტერესდეთ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამებს აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამებს აქვეყნებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამებს აქვეყნებს. 

გამოცდების პროგრამები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ირინე აბულაძის ბრძანებით, დღეს დამტკიცდა. 

იხილეთ 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ​პროგრამები. 

წაიკითხეთ სრულად