Baby Bag

,,სკოლებმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული ყველა სიახლე დანერგეს, დაძლიეს გამოწვევები და ღირსეულად დაასრულეს სასწავლო წელი''

,,სკოლებმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული ყველა სიახლე დანერგეს, დაძლიეს გამოწვევები და ღირსეულად დაასრულეს სასწავლო წელი''

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებთან და „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ ადგილობრივ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათთან ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე და ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ კონკრეტულ პროექტებს შეეხო. ეკატერინე დგებუაძემ სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მასწავლებელთა შეკითხვებს უპასუხა. 

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების პირობებში, სკოლებმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული ყველა სიახლე დანერგეს, დაძლიეს გამოწვევები და ღირსეულად დაასრულეს სასწავლო წელი, რისთვისაც მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

შეიძლება დაინტერესდეთ

წელს შეიცვალა გრიპის და კოვიდის ვაქცინებს შორის შუალედის დაცვის წესი

წელს შეიცვალა გრიპის და კოვიდის ვაქცინებს შორის შუალედის დაცვის წესი

„​აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მიერ 2021 წლის 27 სექტემბერს გამოქვეყნებული რეკომენდაციის თანახმად, წელს შეიცვალა გრიპის და კოვიდის ვაქცინებს შორის შუალედის დაცვის წესი“, - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მის პოსტს:

„ახალი რეკომენდაციით, ეს ორი ვაქცინა შეიძლება გაკეთდეს ერთდროულად, ანუ ერთი და იმავე ვიზიტზე, თუმცა სხვადასხვა ანატომიურ ლოკალიზაციაზე. ეს რეკომენდაცია განსხვავდება წინა სეზონზე მოქმედი რეკომენდაციისგან, რომლის თანახმადაც აუცილებელი იყო ამ ორ ვაქცინას შორის 2-კვირიანი შუალედის დაცვა,“ - აღნიშნულია მაია ბუწაშვილის პოსტში.

წაიკითხეთ სრულად