Baby Bag

გამოცდიდან 3 აბიტურიენტი და 1 მასწავლებელი მოიხსნა - Naec

გამოცდიდან 3 აბიტურიენტი და 1 მასწავლებელი მოიხსნა - Naec
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ მედიის წარმომადგენლებთან 2020 წლის საგამოცდო პროცესი შეაჯამა.
მისი ინფორმაციით, იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები. გამოცდიდან მოიხსნა 3 აბიტურიენტი და 1 მასწავლებელი (მობილური ტელეფონისა და დამხმარე მასალის შეტანის გამო).
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39.300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მათგან დაახლოებით 94% გამოცხადდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებული 3.600-ზე მეტი სტუდენტიდან გამოცხადდა 78%-ზე მეტი გამოსაცდელი. მასწავლებლის საგნის გამოცდებზე 12.000-მდე დარეგისტრირებული მსურველიდან მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 88%-მა, ხოლო სამაგისტრო გამოცდაზე 12.600-ზე მეტი დარეგისტრირებულიდან გამოცხადდა 87%-მდე მაგისტრანტობის კანდიდატი.

შეიძლება დაინტერესდეთ

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი - მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი - მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

გამოცდების ეროვნული ცენტრი ​2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მაქსიმალურ ქულებსა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. 

იხილეთ ცხრილი 

აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში - 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში - მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

წაიკითხეთ სრულად