Baby Bag

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მშობლებს მიმართავს

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მშობლებს მიმართავს

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მშობლებს მიმართავს. გთავაზობთ მათ განცხადებას უცვლელად:

,,თუ თქვენი შვილი სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში და არის პირველიდან მეექვსე კლასამდე მოსწავლეების კატეგორიაში, მაშინ თქვენ შეგიძლიათ ისევ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ და თქვენი შვილი საგაკვეთილო პროცესში სახლიდან ჩაერთოს.

იმავე შესაძლებლობით სარგებლობა შეუძლიათ ფოთისა და გორის სკოლების ნებისმიერ საფეხურზე (I-XII) მყოფ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.
ამისათვის საჭიროა განაცხადის გაკეთება საიტზე: online.emis.ge'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუ​ფი“)

ელექტრონული ჟურნალი შეფასებებისა და დასწრების შესახებ ინფორმაციის ეფექტურ აღირცხვას და მშო...
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, განახლებული ელექტრონული ჟურნალი საგანმანათლებლო პროცესის მონაწილეებს შორის ეფექტურ კომუნიკაციას უზრუნველყოფს, რადგანაც ის გთავაზობთ:​ მშობელს...

შეიძლება დაინტერესდეთ

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

დღეიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII და VIII კლასების და IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი იწყება. 


ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მისთვის საინტერესო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტს/მაკეტებს და დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნა ან/და მოსაზრება ელექტრონულად, რისთვისაც უნდა ეწვიოს ვებ გვერდს - ​grifireba.emis.ge, აირჩიოს შესაბამისი მიმართულება და საგანი.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის შედეგები თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება განმცხადებლისა და შინაარსობრივი რეცენზიის განმახორციელებელი რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფისათვის.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების გაზიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგნობრივი ჯგუფის დამსწრე რეცენზენტთა ხმათა უმრავლესობით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კი, გადამწყვეტია საგნობრივი ჯგუფის თავმჯდომარის ხმა.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების საგნობრივი ჯგუფის მიერ გაზიარების შემთხვევაში, იგი აისახება შინაარსობრივი საგნობრივი ჯგუფის რეკომენდაციაში და განმცხადებლებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი გახდება.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი 2021 წლის 18 მარტს დასრულდება.
წაიკითხეთ სრულად