Baby Bag

დღეიდან მანდატურის სამსახური რეგიონების კიდევ 10 საჯარო სკოლაში იქნება წარმოდგენილი

დღეიდან მანდატურის სამსახური რეგიონების კიდევ 10 საჯარო სკოლაში იქნება წარმოდგენილი
დღეიდან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური რეგიონების კიდევ 10 საჯარო სკოლაში იქნება წარმოდგენილი.

​მანდატურები ეყოლებათ: კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების - ძველი სენაკის და ნოსირის, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების - ცაიშის, რიყის და ინგირის N1, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეს თემის N1 და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლებს.

​ახალმა მანდატურებმა შსს-ს აკადემიაში მოსამზადებელი კურსი წარმატებით დაასრულეს. კურსი დისტანციურად მიმდინარეობდა. მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, მანდატურობის კანდიდატებმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები, კონფლიქტების მართვა, მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები და პირველადი სამედიცინო დახმარება შეისწავლეს.

​„სულ მოსამზადებელი კურსი კონკურსის წესით შერჩეულმა 39 ახალმა მანდატურმა გაიარა. აქედან 20 მანდატური რეგიონების საჯარო სკოლებში, 19 მანდატური კი - თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლაში გადანაწილდება.

​მანდატურის სამსახური, დღეის მონაცემებით, საქართველოს უკვე 607 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი,“ - აღნიშნულია მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თუ გინდათ, რო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყა​რო“

შეიძლება დაინტერესდეთ

პედაგოგთა სერტიფიცირების პროგრამაზე რეგისტრაცია განახლდა - ტრენინგები პრაქტიკოსი და მაძიებელი პედაგოგებისთვის!

პედაგოგთა სერტიფიცირების პროგრამაზე რეგისტრაცია განახლდა - ტრენინგები პრაქტიკოსი და მაძიებელი პედაგოგებისთვის!
ახლოვდება 2021 წლის პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები და მატულობს ინტერესი მოსამზადებელ პროგრამებზე. გთავაზობთ ტრენინგს, რომელიც გამოცდის ჩაბარების გარანტიას მოგცემთ!

პედაგოგთა სასერტიფიკაციო პროგრამა მოიცავს გამოცდის ჩასაბარებლად საჭირო ყველა საკითხს. ინოვაციური სწავლების მეთოდი გაგიადვილებთ შესასწავლი მასალის აღქმა-გააზრებას!
პროგრამას გაუძღვება თსუ-ის სერტიფიცირებული ტრენერი, მეცნიერი - ​სოფო ბიბილაშვილი.
ტრენინგი აღიარებულია საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტად!
რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ საგნებზე - დაწყებითი კომბინირებული სრული კურსი (I-IV).
ტრენინგები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, თითოელი სემინარის ხანგრძლივობაა 2 საათი, ტრენინგები გაგრძელდება გამოცდებამდე.
ტრენინგის ღირებულებაა 90 ლარი (ერთი თვის).
მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე - ​სარეგისტრაციო ფორმა

რეგისტრაცია სრულდება 30 აპრილს, 18:00 საათზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 592 477 277.

R.

წაიკითხეთ სრულად