Baby Bag

როგორ დავწეროთ მაძიებელი მასწავლებლების შეფასების გასაჩივრების საპრეტენზიო განაცხადი - განაცხადის შეტანის ვადები ცნობილია

როგორ დავწეროთ მაძიებელი მასწავლებლების შეფასების გასაჩივრების საპრეტენზიო განაცხადი - განაცხადის შეტანის ვადები ცნობილია
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მაძიებლობის პროგრამის აკადემიური და პედაგოგიური პრაქტიკის კურსების შეფასების შედეგების საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და ვადები გამოაქვეყნა.

ბრძანების მიხედვით, საპრეტენზიო განაცხადის ცენტრში წარდგენის ვადად 2020 წლის 28 დეკემბრიდან - 2021 წლის 28 იანვრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.

აპლიკანტმა საპრეტენზიო განაცხადი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის სახელზე უნდა დაწეროს. განაცხადში აუცილებლად უნდა მიეთითოს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის/ტუტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც იწერება საპრეტენზიო განაცხადი.

საპრეტენზიო განაცხადის ფორმა იხილეთ ​აქ