Baby Bag

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

დღეიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII და VIII კლასების და IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი იწყება. 


ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მისთვის საინტერესო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტს/მაკეტებს და დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნა ან/და მოსაზრება ელექტრონულად, რისთვისაც უნდა ეწვიოს ვებ გვერდს - ​grifireba.emis.ge, აირჩიოს შესაბამისი მიმართულება და საგანი.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის შედეგები თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება განმცხადებლისა და შინაარსობრივი რეცენზიის განმახორციელებელი რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფისათვის.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების გაზიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგნობრივი ჯგუფის დამსწრე რეცენზენტთა ხმათა უმრავლესობით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კი, გადამწყვეტია საგნობრივი ჯგუფის თავმჯდომარის ხმა.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების საგნობრივი ჯგუფის მიერ გაზიარების შემთხვევაში, იგი აისახება შინაარსობრივი საგნობრივი ჯგუფის რეკომენდაციაში და განმცხადებლებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი გახდება.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი 2021 წლის 18 მარტს დასრულდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

2021 წელს გამოცდაზე ანალიტიკური წერა 4 კრიტერიუმით ფასდება - ტრენინგი, რომელიც მაქსიმალური ქულის მოპოვებაში დაგეხმარებათ

2021 წელს გამოცდაზე ანალიტიკური წერა 4 კრიტერიუმით ფასდება - ტრენინგი, რომელიც მაქსიმალური ქულის მოპოვებაში დაგეხმარებათ

პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში ტრენინგები იწყება. ამჯერად ცენტრი პედაგოგებს დაწყებით კომბინირებულ სრულ კურსს სთავაზობს. 

სრული კურსი მოიცავს ყველა საჭირო თეორიულ მასალასა და სავარჯიშოებს. ტრენერი, რომელიც ჩაატარებს ტრენინგებს თავად ასწორებს მასწავლებლის გამოცდებს - ის შეგასწავლით მეთოდებს, თუ როგორ სწორდება თქვენი ნაწერები.

ტრენინგს წაიკითხავს თსუ-ს სერტიფიცირებული ტრენერი სოფო ბიბილაშვილი. 

მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, თითო სემინარის ხანგრძლივობა 2 საათია.  ტრენინგი გრძელდება 2 თვე (თეორიული მასალის დამუშავება, განვლილი წლის ტესტების გარჩევა და გასწორების მეთოდის სწავლება) გადასახადი თვეში 90 ლარი. 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 აპრილი, 18:00 საათი. 

ტრენინგები დაიწყება 5 მაისიდან!

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: დარეგისტრირდით აქ.

დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე - 592 477 277.

იხილეთ ვიდეო, სადაც ტრენერი გამოცდის შესახებ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით ☝️

R. 

წაიკითხეთ სრულად