მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი სოციალურ ქსელში საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც Momsedu.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ამ ბოლო დღეებში მასწავლებლების ნაწილი ბევრს წერს საგნებად და ინტეგრირებულად სწავლებაზე. დავიჯერო მართლა ნორმალური გგონიათ მოსწავლემ დღეში 7-ჯერ მოახერხოს გადაწყობა ერთი საგნის ლოგიკიდან მეორეზე ისე, რომ არ დაკარგოს მოტივაცია? მართლაც ძველი მოწყობაა ამგვარი დღის დატვირთვა, რასაც კენ რობინსონი ინდუსტრიული ხანის განათლებას უწოდებდა, რომელიც შემოღებული იყო მასობრივი განათლებისთვის, იმისთვის, რომ წერა-კითხვა და არითმეტიკა ესწავლათ. დღეს კი ასეთი მექანიკური დასწავლა აღარ არის საკმარისი. განსხვავებულ მოთხოვნებს უწესებს განათლებას თანამედროვეობა.
დანიელ პენაკმა კი ასე აღწერა საგნებად დანაწევრების ყოვლად მანკიერი პრაქტიკა:
„- ორმოცდათხუთმეტი წუთი ფრანგული ენისა, - ვუხსნი ჩემს მოსწავლეებს, - ეს მთელი საათია თავისი დასაწყისით, შუა ნაწილითა და დასასრულით. სინამდვილეში, ეს თამამად შეიძლება, ერთ პატარა ცხოვრებას შევადაროთ. ჰო, როგორ არა, დაგიჯერეთ, რახან შენ იტყვი! მერე - ამ პატარა ცხოვრებას კიდევ უფრო საყვარელი მეორე ცხოვრება - ლიტერატურა - მოჰყვება, მეორეს - მესამე, მთლად საამური - მათემატიკა, მესამეს - სულ გასაგიჟებელი - ისტორია, რომელიც სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო, სხვა ცხოვრებაში გადაგისვრით, შემდეგ - ინგლისური ან გერმანული, მაგრამ ამით ვინ კმაყოფილდება: ახლა ქიმიაო, მერე კიდევ მუსიკაო... ერთ დღეში ხუთი თუ ექვსი რეინკარნაცია! თანაც, სრულიად გაუგებარი ლოგიკური თანმიმდევრობით. ვერ გამიგია, ეს განრიგია თუ "ელისი საოცრებათა ქვეყანაში"? ეს-ეს არის, ჩაი მივირთვით მარტის კურდღელთან და ჰოპ, - ყოველგვარი გადასვლის გარეშე, კარტის გულის დედოფალს კროკეტს ვეთამაშებით. ერთი დღე მსგავს შეიკერში - ა ლა ლუის ქეროლ, ოღონდ სასწაულების უფრო მოკრძალებული რაოდენობით, - და ფიზკულტურა საერთოდ შეგიძლიათ ცხრილიდან ამოიღოთ. თანაც, ამ ყველაფერს დაკანონებულის იერი დაჰკრავს, რომელსაც ვერაფრისდიდებით ვერ აუვლი გვერდს; სრული გაუგებრობა - ფრანგული სიმეტრიული ბაღის მანერაზე შეკრეჭილ-დავარცხნილი: ერთიმეორის მიყოლებით ორმოცდათხუთმეტწუთიანიმონაკვეთები. ასე თანაბარ ნაწილებად ფსიქოანალიტიკოსი თუ დაყოფდა თავის სამუშაო დღეს, ან ძეხვეულით მოვაჭრე დაჭრიდა სალიამის! და ასე ყოველ კვირას, მთელი წლის განმავლობაში. სიურპრიზები შეგიძლია გამორიცხო. გამოქლიავდება ადამიანი, აბა, რა!“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
ვამეცადინოთ თუ არა დაწყებითი კლასის ბავშვები - შეცდომები, რომლებსაც მშობლები უშვებენ
ვამეცადინოთ თუ არა დაწყებითი კლასის ბავშვები და რა შეცდომებს უშვებენ ამ დროს მშობლები? - აღნიშნულ თემაზე ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლის -
„დიალოგის“
ფსიქოლოგს
ქეთი მესხიშვილს
ესაუბრა.
როგორც ქეთი მესხიშვილი აღნიშნავს, დაწყებითი კლასის ბავშვს, განსაკუთრებით პირველკლასელს, აუცილებლად უნდა დაეხმაროს მშობელი მეცადინეობისას:
„პირველკლასელი ვერცერთ შემთხვევაში ვერ გააკეთებს საშინაო დავალებას დამოუკიდებლად, ის არ არის მზად ამისთვის. მეცადინეობისას მშობელი უნდა დაეხმაროს ბავშვს და ეს პროცესი უნდა გაუმარტივოს -
აუხსნას დავალების არსი და პასუხის გასაცემად საკმარისი დრო მისცეს. სწორედ ასე ისწავლის პირველკლასელი დამოუკიდებლად მეცადინეობას. როცა შეამჩნევს მშობელი, რომ შვილი უკვე ახერხებს ამა თუ იმ დავალების შესრულებას, ამ შემთხვევაში, მეტი დამოუკიდებლობა უნდა მისცეს და ნაკლებად ჩაერიოს მეცადინეობის პროცესში. მაგალითად, თუ ადრე 4 კითხვას დაუსვამდა იმისთვის, რომ გაერკვია, როგორ გაიგო ესა თუ ის საკითხი, ახლა უკვე შეუძლია შეამციროს კითხვების რაოდენობა,“ - აღნიშნავს ფსიქოლოოგი.
ქეთი მესხიშვილი იმ შეცდომებზეც გვესაუბრა, რომლებსაც მშობლები ბავშვების მეცადინეობისას ყველაზე ხშირად უშვებენ:
„
დაწყებითი კლასის მოსწავლის, განსაკუთრებით პირველკლასელის, მშობელი თვითონ უნდა იყოს მზად, რომ შვილი მიდის სკოლაში და მისთვის დრო გამონახოს.
ხანდახან მშობელს არ აქვს დრო ან არ ჰყოფნის მოთმინება,
ამიტომ თავად აკეთებს დავალებას და საქმეს უმარტივებს შვილს, რაც
დათვური სამსახურია. არაფრით არ შეიძლება შვილის მაგივრად მშობელმა ამოხსნას ამოცანები. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. დავალების შესრულება ბავშვის
პასუხისმგებლობაა.
ასევე არასწორი დამოკიდებულებაა, როდესაც ბავშვს შეცდომის დაშვების უფლებას არ აძლევს მშობელი.
არ უნდა მოსთხოვოთ შვილს, რომ პირველივე დღეს იდეალურად შეასრულოს ყველაფერი, არ ეჩხუბოთ და არ დასტრესოთ თუ შეცდომებს დაუშვებს, რადგან ამით თვითშეფასებას დაუქვეითებთ“ - დასძინა
ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლის -
„დიალოგის“
ფსიქოლოგმა
ქეთი მესხიშვილმა
.