Baby Bag

ბერიკა შუკაკიძის სახელმძღვანელოს - „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მართვის საკითხები“ პრეზენტაცია გაიმართა

ბერიკა შუკაკიძის სახელმძღვანელოს - „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მართვის საკითხები“ პრეზენტაცია გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბერიკა შუკაკიძის წიგნის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მართვის საკითხები“  პრეზენტაცია გორის უნივერსიტეტში გაიმართა. ინფორმაციას ​მასწავლებლის სახლი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის, სკოლის დირექტორებისათვის, განათლების ფაკულტეტების სტუდენტებისათვის და ზოგადი განათლების საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის არის განკუთვნილი.

როგორც მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წიგნში მკითხველი დეტალურად გაეცნობა სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რეკომენდაციებს სტრატეგიული დაგეგმვის, სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესის, ადამიანური თუ ფინანსური რესურსის თაობაზე.

გარდა ზოგადი კონცეფციისა და პოლიტიკისა, განხილულია წარმატებული საერთაშორისო გამოცდილება, ძალადობასთან ბრძოლის სტრატეგიები და პრაქტიკული რჩევები.

წიგნი გორის უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა.

წიგნის ელექტრონული ვერსია იხილეთ ბმულზე - ​„ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მართვის საკითხები“