Baby Bag

ფილმი, რომლის ყურებისას თან გაგეცინებათ და თან აგეტირებათ

ფილმი, რომლის ყურებისას თან გაგეცინებათ და თან აგეტირებათ

რობერტო ბენინის შესანიშნავი ფილმი - „ცხოვრება მშვენიერია“ მეორე მსოფლიო ომის პერიოდს აღწერს. 

ფილმის მოკლე აღწერა: ომის დროს, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. როგორ დაიცვას მამამ, პატარა შვილი, სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რათა დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო.

    ფილმი, რომლის ყურებისას თან გაგეცინებათ და თან აგეტირებათ - როგორ? - თავად ნახეთ. 

    ფილმი იხილეთ ბმულზე - ​„ცხოვრება მშვენიერია“. 

    შეიძლება დაინტერესდეთ

    5 ფილმი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ოჯახი ყველაფერია

    5 ფილმი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ოჯახი ყველაფერია

    ოჯახის შესახებ გადაღებული შთამაგონებელი ფილმების ყურება ადამიანებს ხშირად არასწორი გადაწყვეტილებების მიღებისგან იცავს და მათთვის სტიმულის მიმცემია. ჩვენს სტატიაში 5 ფილმს გაგაცნობთ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ადამიანისთვის ოჯახი ყველაფერია:

    1. „ღრუბლებში გასეირნება“

    ამ ფილმის ნახვის შემდეგ დაიჯერებთ, რომ ისეთ უნივერსალურ ღირებულებებს, როგორებიცაა სილამაზე და სიყვარული, სამყაროს გადარჩენა ჯერ კიდევ შეუძლიათ. არაჩვეულებრივი მუსიკა, ნიჭიერი მსახიობები და დამაინტრიგებელი სიუჟეტი - ეს ის მიზეზებია, რომელთა გამოც ამ ფილმს აუცილებლად უნდა უყუროთ.

    2.  „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“

    „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რომელიც იდეალურ ოჯახზე მეოცნებე ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა ნახონ. ყველა ოჯახს თავისი დრამა აქვს. ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. დასტინ ჰოფმანი და მერილ სტრიპი განქორწინების პირას მყოფ წყვილს თამაშობენ, რომლებიც მოთმინებას და სხვისი ინტერესების საკუთარ სურვილებზე წინ დაყენებას ნელ-ნელა სწავლობენ.

    3. ისტორია ჩვენს შესახებ“

    ძალიან სენტიმენტალური ისტორია, რომელიც გვასწავლის, რომ უმნიშვნელო დეტალებს ყველაფრის დანგრევა შეუძლიათ, რაც გვაქვს. მიშელ პფაიფერი და ბრიუს უილისი მძიმე ვითარებაში აღმოჩენილ წყვილს თამაშობენ.

    4. „მოხატული პირბადე“

    უილიამ სომერსეტ მოემის ნოველის მიხედვით გადაღებული ფილმი ქოლერის ეპიდემიის დროს დაბადებულ სიყვარულზე მოგვითხრობს. ფილმის გმირების სიყვარულის ისტორია საოცრად მომხიბვლელია. ფილმის მთავარი სათქმელი შემდეგია: ნამდვილი სიყვარული წამიერი ვნებებით არ იბადება, ის გაგებითა და მოთმინებით იზრდება და ყალიბდება.

    5. „შენი, ჩემი და ჩვენი“

    ეს დიდებული ფილმი მთელმა ოჯახმა ერთად უნდა ნახოს. არაჩვეულებრივი მსახიობები, ლამაზი მუსიკა და საოცარი იუმორი - სხვა რა უნდა ინატროთ, როდესაც კარგი კომედიური ჟანრის ფილმის ყურება გსურთ?!

    წაიკითხეთ სრულად