Baby Bag

„ეს სიმღერა იყო გამახნევებელი, კეთილი და თბილი მესიჯი ჩვენი საზოგადოების მიმართ“ - სოფო ბედია

„ეს სიმღერა იყო გამახნევებელი, კეთილი და თბილი მესიჯი ჩვენი საზოგადოების მიმართ“ - სოფო ბედია

მომღერალი სოფო ბედია იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებსაც გუშინ გამოქვეყნებული კლიპი არ მოეწონათ. როგორც სოფო აღნიშნავს, სიმღერა გამამხნევებელი, კეთილი და თბილი მესიჯი იყო საზოგადოებისთვის.

„ჩემო მეგობრებო, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს სიმღერა იყო გამახნევებელი, კეთილი და თბილი მესიჯი ჩვენი საზოგადოების მიმართ! ჩემი იდეა იყო, რომ ამ თემაზე შექმნილიყო სიმღერა და ხალხი დადებითად განგვეწყო! კატეგორიულად ვამბობ, რომ ეს არ არის პოლიტიკური კლიპი!!!!!! სრულიად უკაპიკოდ, უანგაროდ გაკეთებული სიმღერა და კლიპია! რასაც ვუყურებ და ვისმენ მოგიწოდებთ ყველას თუ კლიპის ხარისხი და თავად კლიპი არ მოგწონთ, რომელიც ნაჩქარევათ დაამონტაჟა ბესო კვარაცხელიამ სრულიად უსასყიდლოდ და მოქალაქეობტივი პასუხისმგებლობით! გამოჩნდით და შემეხმიანეთ ის კლიპმეიკერები ვინც უსასყიდლოთ და უკაპიკოდ გადაიღებთ უკეთესს და ხარისხიანს! ძალიან გთხოვთ ნუ აკერებთ პოლიტიკურ სარჩულს! აქ არაფერ შუაშია არც ერთი პარტია მინდოდა კეთილი სურვილები გაგვეშვა ჩვენი ხალხისთვის ამ ძნელბედობის ჟამს და გამოიყენეს ბოროტად ეს ყველაფერი ზოგ ზოგიერთებმა და პოლიტიკური სარჩული დაუდეს!!!!!!!! კატეგორიულად ვუარყოფ სიმღერისა და კლიპის პოლიტიკასთან კავშირს!“ - წერს სოფო ბედია.

კლიპს ქართული მომღერლები კორონავირუსთან ბრძოლას უძღვნიან და მოსახლეობას სახლში დარჩენისნკენ მოუწოდებენ. ვიდეოს პრემიერა გუშინ, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ შედგა. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. Მოიწონეთ გვერდი Momsedu.ge - მცოდნე დედებისთვის