Baby Bag

ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები ამჯერად ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში გამოიფინება

ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები ამჯერად ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში გამოიფინება

ნიკო ფიროსმანის გამოფენა ალბერტინას მუზეუმში 400 000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა იხილა. გამოფენის დასასრულს, ალბერტინას მუზეუმმა ფიროსმანის გამოფენას კიდევ ერთი ვიდეორგოლი მიუძღვნა. „ჩემთვის, ნიკო ფიროსმანის გამოფენა ალბერტინას მუზეუმის ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენათა რიცხვშია“ - ვენის ალბერტინას მუზეუმის დირექტორი კლაუს ალბრეხტ შრედერი.

მხატვრის გამოფენას 2 მარტიდან, ამჯერად არლში, ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში ელიან, სადაც ვან გოგისა და ფიროსმანის ნამუშევრები ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი.