Baby Bag

„სარკის წმინდა გიორგი განთქმულია შვილიერებით, ის უშვილოების პირველი შემწე და დამხმარეა,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

„სარკის წმინდა გიორგი განთქმულია შვილიერებით, ის უშვილოების პირველი შემწე და დამხმარეა,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ადამიანის ცხოვრებაში სასწაულების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მნიშვნელოვანია, ადამიანებს ესმოდეს, რამდენი სასწაული ხდება ყოველდღიურად ჩვენს ცხოვრებაში. ყველა სასწაული ხდება იმიტომ, რომ შენ აქედან რაღაც უნდა ისწავლო. ჩვენ რომ ამქვეყანაზე გავჩნდით და დავიბადეთ, ამაზე სასწაული არ არსებობს. პატარა წვეთი, რომელიც დედის საშვილოსნოს ეწეპება, ხდება ადამიანი. ამაზე უპირატესი სასწაული არ არსებობს.“

დეკანოზის თქმით, სასწაულებით ადამიანი იზრდება და ყალიბდება:

​არის სასწაულები, რომლითაც ადამიანები ვიზრდებით, ვყალიბდებით. შემიძლია მოვიყვანო ერთი მაგალითი. ერთ-ერთ მრევლის წევრს შვილი გარდაეცვალა. 18 წელი მას დედათა წესი არ ჰქონია. სარკის წმინდა გიორგის ტაძარში მივიდნენ და შეკვეთილი წირვა ჩატარდა. სარკის წმინდა გიორგი განთქმულია შვილიერებით, ის უშვილოების პირველი შემწე და დამხმარეა. წირვის შემდეგ მამა გიორგიმ 48 წლის მარინეს უთხრა, შენ ბიჭი გეყოლებაო. იმას გაეცინა, 18 წელია დედათა წესი არ ჰქონია, როგორ შეიძლებოდა რომ დაფეხმძიმებულიყო. რაღაც დროის მერე თბილისში ჩამოვიდა. მუცელი ებერებოდა და ექიმთან გადაამოწმა. უთხრეს, რომ ხუთი თვის ფეხმძიმე ხარო. გარდაცვლილ შვილს გიორგი ერქვა. ბავშვს დათუნა დაარქვეს. ბავშვმა თვითნ დაირქვა დათუნა გიორგი.“

„ბუნებითად წარმოუდგენელია, რომ ამ ასაკში მსგავსი რამ მოხდა. ბავშვი, რომელიც დაიბადა ძალიან ჰგავს გიორგის. ხალიც იმ ადგილას აქვს, სადაც მის ძმას ჰქონდა. ეს არის ღვთის საჩუქარი ამ ოჯახისთვის,“- აღნიშნულ საკითხზე მამა შალვა კეკელიამ ტელეკომპანია „POSTV”-ის გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ ისაუბრა.

წყარო: ​„სიკეთე მარტივია“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შობის ღამის სასწაული - 36 წლის რუსუდან მესხს მეშვიდე საკეისრო კვეთით მეთერთმეტე შვილი შეეძ...
​საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც შობის ღამის სასწაულის შესახებ გვიამბობს. „იმედის კლინიკაში“ უნიკალური საკეისრო კვეთის შედეგად 36 წლის ქალს მეშვიდე საკეი...