Baby Bag

„მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახის შექმნა რომ გადავწყვიტეთ, ჩვენ უკვე ველოდებოდით პატარას,“ - თეა წულუკიანი

„მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახის შექმნა რომ გადავწყვიტეთ, ჩვენ უკვე ველოდებოდით პატარას,“ - თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა კითხვები“ ოჯახის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაოჯახებამდე ის და მისი მომავალი მეუღლე უკვე პატარას მოლოდინში იყვნენ:


„მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახის შექმნა რომ გადავწყვიტეთ, ჩვენ უკვე ველოდებოდით პატარას. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო მარტივად მისაღები არავისთვის, მე უკვე იუსტიციის მინისტრი ვიყავი ამ დროს. ჩემი ოჯახის მხრიდან იმაზე იყო ნერვიულობა, რომ აღარ დამთავრდა ეს ჩვენი ლანძღვა, კრიტიკა, ახლა კიდევ ახალი საფუძველი შეიქმნა იმისა, რომ გლანძღონ.“

„ჩემი მეუღლე ჩემზე უმცროსია და ასეთი ხუმრობა იყო, რამაც ძალიან გამაცინა, რომ მხოლოდ მაკრონი სჯობნის, დანარჩენს ყველას აჯობაო. ამით ერთობოდა ზოგიერთი ოპონენტი. მე მომწონს, კარგი ხუმრობაა. ჩემს მშობლებს ეს ხუმრობა არ მოეწონათ. მამაჩემი სანამ ცოცხალი იყო ყოველთვის მაჩვენებდა, რომ არაფერი ისეთი არ ხდება, რის გამოც შეიძლება ვინერვიულო. ის მეუბნებოდა, რომ არასდროს პასუხი არ გასცე,“- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

წყარო: ​„სხვა კითხვები“

„ჩემი მეუღლე არის ჩემზე ცხრა წლით უმცროსი. ალბათ, არ უნდა ვთქვა, მაგრამ მჯერა, რომ ქალი არ...
​საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მეუღლისა და ქალიშვილის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქალიშვილთან მეგობრული და თბილი ურთიერთობა აქვს:„ის ფაქტი, რომ ჩემი შვილი 4...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება,“- ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ საზამთროს მონოდიეტის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რამდენი ხნის განმავლობაში და ვისთვის შეიძლება მსგავსი ტიპის დიეტის დაცვა:

„როგორც მოგეხსენებათ, არსებობს მონოდიეტები. ერთ-ერთი მათ შორის არის საზამთროს დიეტა, რაშიც იგულისხმება დღის განმავლობაში დაახლოებით 2-დან 4 კილოგრამამდე საზამთროს მირთმევა. რა თქმა უნდა, ეფექტური არის. მონოდიეტები ხშირად არის ხოლმე ეფექტური, მაგრამ ის არ არის რეკომენდებული 3-4 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, რადგან შემდგომში მოსალოდნელია გარკვეული ნივთიერებების დეფიციტი ორგანიზმში. ჩვენ თუ გვინდა სწრაფი ეფექტის მიღება, შესაძლებელია, საზამთროს განტვირთვის დღეების გაკეთება.

გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თანმხლები გარკვეული პათოლოგიები, როგორიც არის თირკმლის გარკვეული პრობლემები. თუ პაციენტს აქვს თირკმლის პრობლემა ან ინდივიდუალური აუტანლობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საზამთროს მიღება რეკომენდებული არ არის,“- მოცემულ საკითხზე შოთა ჯანჯღავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად