Baby Bag

„ერთი მარტივი მეთოდი მაქვს, ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ,“ - ნუცა ბაიაძის რჩევები

„ერთი მარტივი მეთოდი მაქვს, ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ,“ - ნუცა ბაიაძის რჩევები

შეფ-მზარეულმა ნუცა ბაიაძემ ჯეჯილის ბამბის გარეშე გაღვივების მეთოდზე ისაუბრა:

„ერთი ასეთი მარტივი მეთოდი მაქვს, რომელსაც რამდენიმე წელია ვიყენებ. ჯეჯილს ბამბის გარეშე ვაღვივებ. ვიცით, რომ ჯეჯილი ძალიან სასარგებლოა, ის უამრავ ვიტამინს შეიცავს. როდესაც მას გავაღვივებ და აღდგომის გადავლის შემდეგ ჯერ კიდევ ხასხასაა, ვიყენებ საკვებად.

ხორბალი ისე უნდა გავშალოთ, რომ ყველა მარცვალი იყოს ცალ-ცალკე. წესი არის, რომ აუცილებლად უნდა იყოს მზეზე, მაგრამ არა პირდაპირ მზეზე. მაგალითად, დავდოთ ფანჯარასთან, სადაც მზე ურტყამს. უნდა იყოს სითბო. წყალს ვასხამთ ისე, რომ ვჟღინთავთ. ამას ღრმა თეფშზე ვაკეთებ ხოლმე. რომ ამოდის, ძალიან ლამაზად ჩანს მერე ეს ამოსული. ჯეჯილს დასჭირდება 10-დან 14 დღემდე. წყალს დავასხამ და ხელის დახმარებით გადავანაწილებ. ჯეჯილს წყალი უნდა დაამატოთ სამ დღეში ერთხელ.

ჯეჯილი თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ კერძში, როგორც გარნირი. სულ ცოტა ლიმონთან ერთად გახურებულ ტაფაზე 10 -15 წამის განმავლობაში ვყრით და ვრთავთ. ძალიან სასიამოვნო არომატი აქვს. ცოტა მარილით რომ შეაზავებ, აქვს განსხვავებული გემო. სასარგებლო თვისებების გამო ჯეჯილი უნდა მიირთვა,“ - აღნიშნულ საკითხზე ნუცა ბაიაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“


შეიძლება დაინტერესდეთ

„მარხვა ჯანმრთელი, ზრდასრული ადამიანისთვის მხოლოდ სარგებლის მომტანია,“- ენდოკრინოლოგი ლიკა თეთრაძე

„მარხვა ჯანმრთელი, ზრდასრული ადამიანისთვის მხოლოდ სარგებლის მომტანია,“- ენდოკრინოლოგი ლიკა თეთრაძე

ენდოკრინოლოგმა ლიკა თეთრაძემ მარხვის პერიოდში ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მარხვა ჯანმრთელი ადამიანისთვის მხოლოდ კარგის მომტანია:

„მარხვა სულიერი ასპექტების გარდა, კვებით ჭრილში ზრდასრული, ჯანმრთელი ადამიანისთვის მხოლოდ სარგებლის მომტანია. ხდება განტვირთვა ცხოველური საკვებისგან წელიწადში რამოდენიმეჯერ. აქ გათვალისწინებული უნდა იყოს ორსულები, მეძუძურები, ასევე მთელი რიგი დაავადებები, რომლის დროსაც ადამიანმა გადაწყვეტილება ექიმთან და მოძღვართან შეთანხმებით უნდა მიიღოს. მთელ რიგ შემთხვევაში მხოლოდ დანამატები არის ხოლმე საკმარისი, რომ მარხვის პერიოდი გავიაროთ. დანამატების დამატების შემთხვევაში მათ სრულად შეუძლიათ დაიცვან მარხვა.

ზრდასრულმა, ჯანმრთელმა ადამიანებმა, რომლებიც სრულად მარხულობენ, უპირატესობა უნდა მიანიჭონ აუცილებლად ჯანსაღ კვებას. ეს ყველაფერი არ უნდა გადავიდეს შემწვარი კარტოფილისა და ლობიანის იმედად. ბევრს ვეკითხები, დილით საუზმეზე რას იღებენ. საუზმე ყველაზე რთულია, სხვათა შორის, მარხვაში. ძირითადად არის ჯემი და პური, თაფლი და პური. ეს არ არის საუზმე. კარგია ფაფის ვერსია, ჩია, ხილი, შვრია. შეგიძლიათ ერთი-ორი ლებანი თხილი მიაყოლოთ. ეს ფანტასტიკური საუზმეა. არის ხალხი, ვისაც შეუძლია აჯაფსანდალით დაიწყოს საუზმე. არაფერს არ ვერჩი. ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე ჯემით დაწყება. შესაძლოა, ვიღაცამ დაიწყოს ისპანახით, ავოკადოთი,“- აღნიშნულ საკითხზე ლიკა თეთრაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად