Baby Bag

სოფელ ივლიტის ღვთისმშობლის ტაძრის სასწაულმოქმედი გასაღები ბავშვებს ლაპარაკის დაწყებაში ეხმარება

სოფელ ივლიტის ღვთისმშობლის ტაძრის სასწაულმოქმედი გასაღები ბავშვებს ლაპარაკის დაწყებაში ეხმარება

​სოფელ ივლიტის ღვთისმშობლის ტაძარში სასწაულმოქმედი გასაღები ბავშვებს საუბრის დაწყებაში ეხმარება და სასწაულებს ახდენს. სოფელ ივლიტის ღვთისმშობლის ტაძრის მცველის, ვახტანგ ვარდიძის თქმით, 1989 წელს ეკლესია გატეხეს, ხატები და ბარძიმი მოიპარეს. ბარძიმის ყუთი წაიღეს, მისი გასაღები კი ტაძარში დარჩა. მას „ბარძიმის გასაღებს“ ეძახიან.

ერთ-ერთი მშობელი, სოფიო ტუსკაძე ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „იმედის დილა“ მისი შვილის ამეტყველების ისტორიას იხსენებს. მისი თქმით, დემეტრეს საუბრის დასაწყებად ტაძარში მხოლოდ სამჯერ მისვლა დასჭირდა:

„დემეტრე სამი წლის იყო, როდესაც არ მეტყველებდა, არ შეეძლო დიალოგი. უკვე ვნერვიულობდი. ვფიქრობდი, რომ ბავშვს ჰქონდა პრობლემა. მირჩიეს, რომ მოვსულიყავი ტაძარში. პირველ რიგში, ადამიანმა რწმენა უნდა იქონიოს. თუ რწმენა არ გაქვს, რთულია მოხვიდე. თუ რწმენა იქნება, ეს პრობლემა აუცილებლად გადაიჭრება. მე დავინახე შედეგი.“

ბავშვის მეტყველების დასაწყებად მან მშობლებთან ერთად სპეციალური რიტუალი უნდა შეასრულოს. მშობლები შვილთან ერთად ტაძრში ერთი კვირის ინტერვალებით სამჯერ უნდა მივიდნენ, ბოლო ვიზიტზე კი ტაძრის კარი თავად უნდა გააღონ და  ტაძარს მტრედებით ხელში სამი წრე დაარტყან.

ტაძრის მცველის თქმით, უკმაყოფილო ტაძრიდან არასდროს არავინ წასულა.

წყარო: ​„იმედის დილა“