Baby Bag

„რთულია, მაგრამ აუცილებელი, რომ ჩემს მდგომარეობაში გამოვსულიყავი და მიმეცა მაგალითი ოჯახის წევრებისთვის, რომ მათაც ცხოვრება გააგრძელონ,“- ნიკოლოზ წულუკიძე სატელევიზიო ეთერს დაუბრუნდა

„რთულია, მაგრამ აუცილებელი, რომ ჩემს მდგომარეობაში გამოვსულიყავი და მიმეცა მაგალითი ოჯახის წევრებისთვის, რომ მათაც ცხოვრება გააგრძელონ,“- ნიკოლოზ წულუკიძე სატელევიზიო ეთერს დაუბრუნდა

თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე სატელევიზიო სივრცეში დაბრუნდა. მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ მაყურებელს მიმართა და მოსახლეობას მისი ოჯახისადმი გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

„მე ვიწყებ ისევ გადაცემას. ჩემთვის დღეს არის განცდა, რომ თითქოს პირველად გხვდებით. განსაკუთრებულად რთულია, მაგრამ აუცილებელი, რომ ჩემს მდგომარეობაში გამოვსულიყავი და მიმეცა მაგალითი ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომ მათაც ცხოვრება გააგრძელონ. რთულია, მაგრამ აუცილებელი, რომ გადავრჩეთ. ამ გადარჩენისთვის მე დიდი მადლობა უნდა გითხრათ თითოეულ თქვენგანს, იმიტომ, რომ მე ისეთი სიყვარული ვიგრძენი თქვენგან, ისეთი მხარში დგომა, ისეთი იმედი და ძალა, რომ არ შემეძლო არ გამეგრძელებინა.

დიდი მადლობა ყველას! მე ვთხოვ ღმერთს, მომცეს ძალა, რომ თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ ის სიყვარული, ის სითბო, თანადგომა, რომელიც ჩემი ოჯახისთვის თქვენ გამოიჩინეთ მთელმა საზოგადოებამ და ჩემმა ძვირფასმა მაყურებელმა, რომლისთვისაც მე ამდენი წელია დიდი სიყვარულით ვშრომობ და იმედი მაქვს ასევე გავაგრძელებ,“- განაცხადა ნიკოლოზ წულუკიძემ.

წყარო:​ „იმედის დღე“