Baby Bag

„ანიტამ დამავალა, რომ მისი სახელით სიკეთე არასდროს არ დამთავრდეს“

„ანიტამ დამავალა, რომ მისი სახელით სიკეთე არასდროს არ დამთავრდეს“
„მე ანიტამ დამავალა, რომ მისი სახელით სიკეთე არასდროს არ დამთავრდეს,“ - ამის შესახებ 2 წლის ასაკში გარდაცვლილი ანიტა ფაცაციას დედამ, მარიკო სადრაძემ გადაცემაში „სხვა ნანუკა" ისაუბრა. 

​„
მინდა გთხოვოთ, რომ ანიტას ჯგუფს შემოუერთდეთ ფეისბუკში (ანიტასთვის) და ბევრი სიკეთე გავაკეთოთ. მე ანიტამ დამავალა, რომ მისი სახელით სიკეთე არასდროს არ დამთავრდეს... ზოგი ამბობს, რომ, ვაიმე, ვეღარ ვუყურებ ამ ბავშვის ვიდეოს და სურათებსო. პირიქით, თავი არ აარიდოთ, ეს ბავშვი არის სიკეთის, სიყვარულის, სოცოცხლის მაგალითი. მე მიხარია და ამაყი ვარ, რომ ანიტას დედა ვარ. ვფიქრობ, რომ უნდა ვიყო ღირსეული მისი გულისთვის, ისეთი, როგორსაც ანიტა იმსახურებს... მე ეს გადაწყვეტილი მაქვს და თქვენი დამხარება დამჭირდება“, - აღნიშნა მარიკო სადრაძემ.

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)