ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
საბავშვო ბაღ ,,ლარდის'' ყველაზე პატარები და მამაცები სტუმრად კონტაკტურ ზოოპარკში იმყოფებოდნენ
კვლევებით დადასტურებულია, რომ ადრეულ ასაკში ბავშვების ცხოველებთან ინტერაქციას აქვს, როგორც საგანმანათლებლო, ისე სოციალური-ემოციური სარგებელი.
თამაშით სწავლა ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია სწავლის პროცესის შესაყვარებლად. ბავშვებს უყვართ ცხოველებთან ურთიერთობა და სწავლობენ მათ ქცევებსა და ჩვევებს.
ისინი ცხოველებთან ურთიერთობის დროს ავითარებენ თანაგრძნობას და ემპათიას – ბავშვები სწავლობენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფრთხილად/სათუთად მოეპყრონ ცხოველებს და არ მიაყენონ მათ ზიანი. მსგავსი ინფორმაციის მიღებით ისინი ავითარებენ ისეთ მნიშვნელოვან ემოციურ უნარებს, როგორებიც არის სხვების მიმართ თანაგრძნობა და ემპათია.
იმის მიუხედავად თუ რა ზომის და სახეობის არის ცხოველი, ის არის ცოცხალი არსება, რომელიც ქმნის ემოციურ ჯაჭვს ადამიანთან. უმეტესად, ადამიანები შინაურ ცხოველს მიიჩნევენ ოჯახის წევრადაც კი.
როგორც ოჯახის წევრებს, შინაურ ცხოველებსაც დიდი გავლენა აქვთ ბავშვის სოციალურ-ემოციურ და მოტორულ უნარებზე.