ცნობილმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ოჯახური კრიზისების გადალახვისა და ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნების საკუთარი გამოცდილება გაგვაცნო. მისი თქმით, ურთიერთობაში დომინანტი ქალია და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული:
მარიამ კუბლაშვილის თქმით, ის მეუღლესთან კონფლიქტში შესვლისგან თავს იკავებს და მოთმინებით გამოირჩევა:
„ლევანი ჩხუბობს, რაღაცის გამო არის ცუდ ხასიათზე. სხვა საკითხთან დაკავშირებით ჩხუბობს, მაგრამ მისი ეს უკმაყოფილება წამოვიდა სხვა ფაქტორიდან. ვფიქრობ, რომ მამაკაცების ჩონჩხი ერთია და სხვადასხვანაირი ხასიათები აქვთ. არის ის ძირითადი ხასიათები, რომელიც ყველა მამაკაცს ერთი აქვს. როდესაც არის ცუდ ხასიათზე, ამ დროს მე საერთოდ არ ვცემ პასუხს. მოთმინების უნარი გამოვიმუშავე."
„რა დონის აფექტურ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, პასუხს არ ვცემ. ვარ ძალიან მორჩილი. ამ დროს ყველანაირად ამოიღებს სათქმელს. მე გარკვეული დროის მერე რაც მისგან მოვისმინე არასასიამოვნო, ამის შესახებ ვეტყვი. მამაკაცებს სირთულეები არ უყვართ. განწყობა უნდა იყოს მაქსიმალურად პოზიტიური,“ - აღნიშნულ საკითხზე მარიამ კუბლაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
პროფესორმა დევიდ ბონდმა გრანიტის ზედაპირიანი ტაფებისა და ქვაბების უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა და პერფტოროცტანული მჟავის მოქმედების მექანიზმი გაგვაცნო:
„პერფტოროცტანული მჟავა იწვევს კიბოს, მენტალურ აშლილობას, იმუნურ დისფუნქციას, უნაყოფობას მამაკაცებში. ეს უკვე კვლევებით დადასტურებულია. ეს დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ დადგინდა იმ ადამიანებზე დაკვირვებით, რომლებიც საწარმოში მუშაობდნენ, სადაც ამ ტიპის ტაფებსა და ქვაბებს ამზადებდნენ.“
„პერფტოროცტანული მჟავა არის საშიში მცენარეებისთვის, ცხოველებისა და ადამიანებისთვის, რადგან ის შვიდი წელი რჩება ორგანიზმში და მისი სულ მცირე რაოდენობაც კი იწვევს ამ დაავადებას. ეს მჟავა ლაბორატორიაში შექმნილი სინთეტიკური ნივთიერებაა და მას ბუნებრივად ვერაფერი დაშლის. მჟავა ვერ მოხვდება ადამიანის ორგანიზმში ტაფებიდან და ქვაბებიდან, რადგან მათი დამზადების პროცესში ის მთლიანად გამოდის ჭურჭლიდან. მჟავა ზიანს აყენებს ქარხანაში მომუშავე ადამიანებსა და გარემოს. სწორედ ამის გამო აიკრძალა მისი გამოყენება ბევრ ქვეყანაში. გაცილებით საშიშია ამ მჟავით დაბინძურებული წყალი, ჰაერი. გარემოში მოხვედრის შემდეგ ის წყლის ან სხვა საშუალებით ხვდება ადამიანის ორგანიზმში,“ - აღნიშნულ საკითხზე პროფესორმა ბონდმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.