„ძალიან მაღიზიანებს, როდესაც სათავსოში კბილის ჯაგრისებია ჩალაგებული და თავზე არ აქვს დაფარებული,“ - მადონა კოიძე ყოველდღიურ ცხოვრებაში ჰიგიენის ნორმების დარღვევის შესახებ

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელმა მადონა კოიძემ საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებისა და განლაგებისას ჰიგიენური ნორმების დარღვევის შემთხვევებზე ისაუბრა:

„ნივთების განლაგების ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც არაჰიგიენურად შეიძლება ჩაითვალოს. ძალიან არ მსიამოვნებს, როდესაც აბაზანაში შევდივარ და ვხედავ, რომ სათავსოში კბილის ჯაგრისებია ჩალაგებული, არ აქვს თავზე დაფარებული და არის საშიშროება, რომ ერთმანეთს მიედონ. ეს ძალიან არასასიამოვნოა. ძალიან არ მიყვარს, როდესაც არის მრავალჯერადი მყარი საპონი და ქაფი არ აქვს მოცილებული. ჯერ საპონს ვრეცხავ და მერე ვიბან ხელს, იმიტომ, რომ ჩემთვის ეს გამაღიზიანებელია.“

მადონა კოიძის თქმით, ადამიანმა ყველა დეტალს ყურადღება არ უნდა მიაქციოს:

„ჩემს შვილს რომ მოუსმინო, საერთოდ აუტანელი ვარ. რაღაცებზე თვალი უნდა დახუჭო, რა თქმა უნდა. ვთვლი, რომ ეს ნაწილობრივ პრობლემაც არის. ადამიანმა თავისუფალი სივრცე უნდა დაიტოვო და ყველაფერს არ უნდა მიაქციო ყურადღება.“

„ყველაზე დიდი გარღვევა, სამწუხაროდ, არის სილამაზის სალონებში. არის სერიოზული გარღვევა სტომატოლოგიურ კლინიკებში. ძალიან ბევრი სალონი და კლინიკა მოწესრიგებულია, მაგრამ ბევრს სტერილიზაციის მომენტები აქვს გამოტოვებული. მამაკაცებს როდესაც მოკლედ ჭრიან თმას და კისერს უსუფთავებენ, ღრუბელი აქვთ, რომელსაც იყენებენ. ეს ღრუბელი ხშირად თმით არის გავსებული. საშინელებაა და ძალიან მაღიზიანებს სავარცხლები, თმები რომ აქვს ჩამოკიდებული,“ - აღნიშნულ საკითხზე მადონა კოიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჰიტლერს დედა რომ დაუძახებდა: „ადოლფ!“ „ახლავე, დედიკო,“ მას ასეთი პასუხი ჰქონდა,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა მშობლების მიერ შვილებთან ურთიერთობისას დაშვებული შეცდომების შედეგებზე

„ჰიტლერს დედა რომ დაუძახებდა: „ადოლფ!“ „ახლავე, დედიკო,“ მას ასეთი პასუხი ჰქონდა,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა მშობლების მიერ შვილებთან ურთიერთობისას დაშვებული შეცდომების შედეგებზე

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ბავშვის გარდამავალი ასაკის სირთულეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემები ბევრად ადრე ჩნდება, თუმცა გვიან ვლინდება:

„გარდამავალი ასაკის სირთულე მანამდეა. ​პირველი ჯიუტობის ხანა 2-დან 4-5 წლამდე გრძელდება. იქ არის ნაღმი ჩადებული, რომელიც შემდგომ აფეთქდება. მანამდე არის ფარული პერიოდი. ბავშვი არის მორჩილი მეტ-ნაკლებად. ჰიტლერს დედა რომ დაუძახებდა: „ადოლფ!“ „ახლავე, დედიკო,“ მას ასეთი პასუხი ჰქონდა, მაგრამ ორიდან ხუთ წლამდე იყო ნაღმი ჩადებული.  4-5 წლის ასაკიდან 11-12 წლამდე ბავშვი იტყვის: „ახლავე, დედიკო,“ მერე აჯანყდება.“

ნანა ჩაჩუამ მშობლებს ურჩია, სიზარმაცის გამოვლენის დროს ბავშვს გაგებით მოეკიდონ და მისი განცდა ამოიცნონ:

„არ მეცადინეობს ხომ ბავშვი? თვენ როგორ ფიქრობთ, რატომ არ უნდა ბავშვს მეცადინეობა? მას ეზარება. მაშინ ვუთხრათ: „გეზარება ხომ?“ თუ უთხარი: „გეზარება?“ ეს ბავშვისთვის მიუღებელია. „გეზარება ხომ?“ - ნიშნავს, რომ მე შენი გრძნობა ამოვიცანი და ამავდროულად შენთან ვარ.“

„საუბრის ტონსაც მნიშვნელობა აქვს. ფსიქოლოგი ასეა, ყველა სიტყვას იჭერ. რატომ აქვს ტონს მნიშვნელობა? არის ტექსტი და არის ქვეტექსტი. ​ინტონაცია და იქ მახვილი ქმნის კონტექსტს. ამის შემდეგ ბავშვს მე ვუგზავნი ჩემს განცდას. დავუშვათ ბავშვს ოთახი აქვს მოუწესრიგებელი. ვკითხავ: „დაგეზარა დალაგება, არა?“ შემდეგ ვიყენებთ პირველი პირის ნაცვალსახელს „მე.“ მე გელაპარაკები ჩემს შესახებ. შენ არ გეხები. „მე ძალიან ვწუხვარ, რომ ამის დალაგებაზე დრო უნდა დავკარგო, სხვა საქმე გამიფუჭდება. შენგან ჩემი პატივისცემა იქნება, სხვა დროს რომ ეს დაალაგო,“ - აღნიშნულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ ტელეკომპანია „POSTV”-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად