Baby Bag

​ნუთელა ნახევარზე მეტი შაქარია - რა იქნებოდა ალტერნატივა?

​ნუთელა ნახევარზე მეტი შაქარია - რა იქნებოდა ალტერნატივა?

​,,ნუთელა?! - კი 55%-ზე მეტი შაქარია. რა იქნებოდა ალტერნატივა? - სახლში მომზადებული ნუთელა'' - აღნიშნულის შესახებ გენეტიკოსი და ნუტრიციოლოგი სოფო ქურდაძე Epicalorie-ის გვერდზე წერს.

სახლში მომზადებული ნუთელასთვის დაგჭირდებათ:

▪ 300 გრამი თხილი
▪ 100 გრამი კაკაო
▪ 100 გრამი თაფლი ან სტევია ან ფინიკი ან ქოქოსის შაქარი
▪ მწიკვი მარილი
▪ 2 სადილის კოვზი ქოქოსის ზეთი
▪ ვანილი
მომზადების წესი:
მოხალეთ თხილი 6-8 წუთი ღუმელში ან ტაფაზე, გააცალეთ კანი, მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ ქოქოსის ზეთი და დააბლენდერეთ, სანამ ერთიან მასას არ მიიღებთ. ბოლოს დაუმატეთ ყველა ინგრედიენტი და გააგრძელეთ დაბლენდერების პროცესი კრემისებრ, ერთგვაროვან მასის მიღებამდე.

წყარო: ​Epicalorie