Baby Bag

სიახლეები და პროგრამები 2023 წლის მასწავლებელთა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე

სიახლეები და პროგრამები 2023 წლის მასწავლებელთა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე

გთავაზობთ 2023 წლის პროგრამებს:


​სიახლე პედაგოგებისათვის განკუთვნილ საგამოცდო ტესტებში

2023 წელს მცირეოდენი ცვლილებები იგეგმება პედაგოგებისათვის განკუთვნილ გეოგრაფიისა და ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგამოცდო ტესტებში.

გეოგრაფიის გამოცდა
გეოგრაფიის მასწავლებლების ტესტში ტოპოგრაფიული რუკის ანალიზის დავალება დაიშლება 1 და 2 ქულიან რამდენიმე კითხვად. მასწავლებლებისთვის უფრო კომფორტული გახდება ტესტზე მუშაობა, რადგან მათ აღარ დაურიგდებათ A3-ის ფორმატის ტოპოგრაფიული რუკა, თითოეულ კითხვას ელექტრონულ ბუკლეტშივე მიმაგრებული ექნება ტოპოგრაფიული რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი. რუკის ნაცვლად ამ ფრაგმენტის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კითხვაზე პასუხის გაცემა.

კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლის გამოცდა
2023 წლის კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის გამოცდის მიმართულებით დაგეგმილია შემდეგი ცვლილებები: შეიცვლება გამოცდის სახელწოდება, კერძოდ, „ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლის გამოცდას“ დაერქმევა „კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლის გამოცდა“. რაც შეეხება საგამოცდო პროგრამას, მასში არსებულ შვიდ საკითხს, დაემატება მერვე თავი - ვიზუალური პროგრამირების საკითხები. ვიზუალური პროგრამირებისთვის შეთავაზებული იქნება პროგრამა Scratch-ის გარემო. პროგრამაში მოცემული თემატიკა შესაძლოა შევიდეს გამოცდის როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ნაწილში. ტესტის მოცულობა და გამოცდის ხანგრძლივობა უცვლელია.
წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში
2023 წელს გამოცდის ხანგრძლივობა იქნება 5 საათი.
იხილეთ რეკომენდებული ლიტერატურა, რომელიც გამოქვეყნებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

სპეციალური მასწავლებლის გამოცდასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდება მოგვიანებით.