Baby Bag

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 77 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე ვენერა ( დოდო) ცარციძეს გადაეცა

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 77 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე ვენერა ( დოდო) ცარციძეს გადაეცა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ „დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 77 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე ვენერა ( დოდო) ცარციძეს გადასცა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები, დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ვენერა (დოდო) ცარციძე პედაგოგიურ საქმიანობას 1942 წლიდან შეუდგა. საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში ის ბიოლოგიას 1946 წლიდან 2011 წლამდე ასწავლიდა. ცარციძე პედაგოგიურ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის 2003 წელს დაჯილდოვდა პრეზიდენტის „ღირსების ორდენით“.

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით დაწესდა. წლის ბოლომდე ყველა რესურსცენტრი წარადგენს იმ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის წინაშე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ამიერიდან სკოლიდან წასული ღვაწლმოსილი პედაგოგებისთვისაც ვიზრუნებთ“ - გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა

„ამიერიდან სკოლიდან წასული ღვაწლმოსილი პედაგოგებისთვისაც ვიზრუნებთ“ - გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა

„ამიერიდან სკოლიდან წასული ღვაწლმოსილი პედაგოგებისთვისაც ვიზრუნებთ“, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში მწერალი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს.

როგორც იგი წერს, „გურული დღიურების ფონდს“ პირველი ხანდაზმული სტიპენდიატი ჰყავს:

„ჩემი ისტორიის მასწავლებელი, შესანიშნავი პროფესიონალი ნათელა სურგულაძე პენსიაზე გავიდა - ის ჩვენი პირველი ხანდაზმული სტიპენდიატი იქნება და ამიერიდან სკოლიდან წასული ღვაწლმოსილი პედაგოგებისთვისაც ვიზრუნებთ,“ - აღნიშნავს გიორგი კეკელიძე.

წაიკითხეთ სრულად