Baby Bag

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 77 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე ვენერა ( დოდო) ცარციძეს გადაეცა

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 77 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე ვენერა ( დოდო) ცარციძეს გადაეცა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ „დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 77 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე ვენერა ( დოდო) ცარციძეს გადასცა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები, დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ვენერა (დოდო) ცარციძე პედაგოგიურ საქმიანობას 1942 წლიდან შეუდგა. საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში ის ბიოლოგიას 1946 წლიდან 2011 წლამდე ასწავლიდა. ცარციძე პედაგოგიურ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის 2003 წელს დაჯილდოვდა პრეზიდენტის „ღირსების ორდენით“.

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით დაწესდა. წლის ბოლომდე ყველა რესურსცენტრი წარადგენს იმ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის წინაშე.

შეიძლება დაინტერესდეთ

არავაქცინირებული მასწავლებლები ფიზიკურად ვერ შევლენ სკოლაში - რა გადაწყვეტილება მიიღეს ისრაელში?

არავაქცინირებული მასწავლებლები ფიზიკურად  ვერ შევლენ სკოლაში - რა გადაწყვეტილება მიიღეს ისრაელში?
პროფესორი გიორგი ფხაკაძე საფრანგეთისა და ისრაელის გამოცდილების შესახებ წერს. მისი თქმით, ისრაელში არავაქცინირებული მასწავლებლები ფიზიკურად ვერ შევლენ სკოლაში:

,,საფრანგეთში სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლების 100% არის ვაქცინირებული ან ვირუსგადატანილი (3000 ძირითადად ტექნიკური პერსონალი უფასო შვებულებაში გაუშვეს 16 სექტემბრიდან). 

ისრაელში 23 სექტემბრიდან მასწავლებლების 100% არის აცრილი ან ვირუსგადატანილი. არავაქცინირებული მასწავლებლები ფიზიკურად ვერ შევლენ სკოლაში.

იქნებ ვისწავლოთ სხვისგან და გადმოვიღოთ საუკეთესო მაგალითები და არა უაზრო მაგალითები. 

დავნერგოთ:

  • ელექტრონული ერთიანი ჯანმრთელობის ბარათი საქართველოს ყველა  მოქალაქეს;
  • უფასო კოვიდ ტესტირება;
  • ძირითად/საკვანძო სფეროების 100%-ით ფაიზერით (მოდერნაც არაუშავს) ვაქცინაცია. 
გაავრცელე სიყვარული და არა ვირუსი,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაჯაძე. 

იხილეთ ​წყარო

წაიკითხეთ სრულად