Baby Bag

როგორ მოხდება სტატუსის ამაღლება 2020 წლიდან

როგორ მოხდება სტატუსის ამაღლება 2020 წლიდან

როგორ მოხდება სტატუსის ამაღლება 2020 წლიდან?  

აღნიშნულ კითხვას მასწავლებლის პროფესიული გამვითარების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს.

მათი განმარტებით, უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსს მასწავლებლები მოიპოვებენ მხოლოდ გარე შეფასების გზით. კერძოდ:

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებელმა უნდა დაადასტუროს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია გამოცდით და გადალახოს თითოეულ გამოცდაში 51%-იანი ბარიერი.
წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებელმა უნდა გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:

  1. მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას, რომელსაც ახორციელებს სსიპ შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრი;
  2. მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელსაც ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. პრაქტიკული საქმიანობის შეფასება გულისხმობს გაკვეთილზე დაკვირვებას და მასწავლებლის პორტფოლიოს შეფასებას.