„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის ტრენინგი, რომელიც კრედიტქულების მოპოვებაში დაგეხმარებათ
საერთაშორისო განათლების, კულტურისა და ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიასთან არსებულ სასულიერო ცენტრთან და ტრენინგ ცენტრ „ცოდნასთან“ ერთად პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ონლაინ ტრენინგებს აგრძელებს.
კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლების თქმით, პედაგოგებს აღნიშნული კურსი 4 კრედიტის მოპოვებაში დაეხმარებათ:
,,ტრენინგები მასწავლებლების წარმატებული საქმიანობისა და პროფესიული ზრდისთვის აუცილებელია. ჩვენ, საერთაშორისო განათლების, კულტურისა და ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ვიყავით პირველები, ვინც არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ონლაინ კურსები შემოვიღეთ. ტრენინგზე რეგისტრაცია ორ ეტაპად მიმდინარეობდა და საქართველოს ყველა რეგიონი ონლაინ რეჟიმში ჩაერთო. ტრენინგებს საერთაშორისო დონის ტრენერები ატარებენ. ტრენინგი პედაგოგებს 4 კრედიტის მოპოვებაში დაეხმარებათ,'' - აღნიშნავენ კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები.
ტრენინგ-მოდული მოიცავს 18 სამუშაო შეხვედრას, 100 სამუშაო საათს, მათგან 66 საკონტაქტო, ხოლო 34 არასაკონტაქტო საათი. ტრენინგ-მოდულის შეფასება ხორციელდება 100-ქულიანი სისტემით. სერტიფიკატის მისაღებად მონაწილე უნდა დაესწროს ტრენინგ-მოდულის 80%-ს და 100 ქულიდან დააგროვოს მინიმუმ 60 ქულა.
კურსის დასრულებისთანავე გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი დანართთან ერთად, სადაც მითითებული იქნება თითოეული გავლილი მოდული და საბოლოო ტესტირების შედეგი.
ინფორმაციისთვის, ტრენინგ ცენტრი „ცოდნა“ 2019 წლიდან საქართველოს ყველა ქალაქში წარმატებულ 100-საათიან ტრენინგ კურსს უწევს ორგანიზებას. ჯამში კურსი 6000 პედაგოგმა გაიარა.
სწავლების დაწყება შესაძლებელია დარეგისტრირებისთანავე! ტრენინგის გავლა ფასიანია.
დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე - 597 906 490 ან მისწერეთ ტრენინგ ცენტრს -,,ცოდნა''