Baby Bag

მასწავლებლის სახლი ტრენინგებზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებლის სახლი ტრენინგებზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით და ზოგადი პროფესიული უნარების ტრენინგებზე მსურველთა რეგისტრაციას იწყებს.

ტრენინგები განკუთვნილია საჯარო სკოლის მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის, რომლებიც დარეგისტრირდნენ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან სასერტიფიკაციო გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას; ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით დაადგენენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი, დახვეწენ ტესტის შევსების ტექნიკას, შეძლებენ საგნობრივი ცოდნის მობილიზებას.

ტრენინგის გავლა უფასოა მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის;

რეგისტრაციის ვადა: 2 ივნისის ჩათვლით.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

შეიძლება დაინტერესდეთ

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების კომპეტენციის დადასტურებაზე გამოყენებული ტესტები - ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების კომპეტენციის დადასტურებაზე გამოყენებული ტესტები - ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება

​შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების კომპეტენციის დადასტურებაზე გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს.

ბუნებისმეტყველება (I-VI) რუსულად

ცენტრის ცნობით, ტესტების პასუხები და შეფასების სქემები შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება.

წაიკითხეთ სრულად