Baby Bag

როდემდე აქვთ მასწავლებლებს ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტების ატვირთვისა და შეცდომების გასწორების ვადა

როდემდე აქვთ მასწავლებლებს ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტების ატვირთვისა და შეცდომების გასწორების ვადა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იმ მასწავლებლების საყურადღებოდ, რომლებმაც ვერ მოასწრეს ელექტრონულ სისტემაში, განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების ატვირთვა, გამოქვეყნება და/ ან არასწორად ატვირთეს დოკუმენტები, ინფორმაციას ავრცელებს.

„საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, 2019 წლის 8 ივლისის ჩათვლით eFlow-ში წერილობითი მომართვის საფუძველზე, გეძლევათ შეცდომების გასწორების საშუალება.

ცენტრი განიხილავს შემდეგი ტიპის დარღვევებს:

  • დოკუმენტაცია ატვირთულია ელექტრონულ სივრცეში, მაგრამ არასწორ ველში;
  • დოკუმენტაცია ატვირთულია, მაგრამ არ არის გამოქვეყნებული;
  • დოკუმენტაცია არ აიტვირთა ტექნიკური პრობლემის გამო (აღნიშნული გადამოწმდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში).​


იმ შემთხვევაში, თუ კვლევის ეთიკა არის დარღვეული, მაგ: ატვირთულია ბავშვების სურათები, ან სახელები და გვარები, რაც იძლევა მონაწილეების იდენტიფიცირების საშუალებას აღნიშნული კვლევა ფასდება უარყოფითად. იმ შემთხვევაში, თუ ერთ ველში ატვირთული არის ორი ან მეტი აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მაგ. ორი რესურსი, ორი გაკვეთილი) და სკოლის შეფასების ჯგუფს ტექნიკურად აქვს საშუალება აქტივობის გასწვრივ დააფიქსიროს ჯამური შეფასება,“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


შეიძლება დაინტერესდეთ

ნოემბერში გველოდება არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევა

ნოემბერში გველოდება არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა, 2019 წლის გამოცდების წარმატებით დასრულება მიულოცა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„საგამოცდო პროცესის წარმატება, სწორედ, თქვენ მიერ გაწეული დაუღალავი შრომის შედეგია. ეს იყო მართლაც სანიმუშო წელი. მოხარული და ამაყი ვარ, რომ ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგამოცდო პროცესი. ნოემბერში გველოდება არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევა - ჩვენს პედაგოგებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა აიმაღლონ სტატუსი და გაიუმჯობესონ პირობები. ვერც ერთი რეფორმა, ცვლილება, თქვენ გარეშე წარმატებით ვერ განხორციელდება. მადლობას გიხდით საქმისადმი ასეთი დამოკიდებულებისა და გაწეული შრომისათვის“- აღნიშნა ცენტრის თანამშრომლებთან საუბრისას განათლების მინისტრმა.

წაიკითხეთ სრულად