Baby Bag

რა არის შესაცვლელი სასკოლო განათლებაში?

რა არის შესაცვლელი სასკოლო განათლებაში?

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემის რეფორმასა და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რაც სამომავლოდ სკოლებში უნდა განხორციელდეს. მან სამი ძირითადი კომპონენტი გამოყო, რაც სასკოლო განათლებაში უნდა შეიცვალოს.

1. ინფრასტრუქტურა

სკოლებში ინფრასტრუქტურის აღდგენა წლების განმავლობაში მიმდინარეობს და ახლა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძლდება.

2. პედაგოგების ხელფასები

1 წლის განვალობაში 10 000 პედაგოგს გაეზრდება ხელფასები. ყოველწლიურად იქნება ხელფასების ზრდა. 2022 წლისთვის ჩვენ უკვე მივაღწევთ, რომ პედაგოგის საშუალო ხელფასი იყოს 1500 ლარი. ეს არის კარგად დათვლილი. გაზრდილი ხელფასი მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკური მდგომარეობისთვის. ვფიქრობთ, რომ რეფორმას, განახლებულ პროგრამებს სჭირდება შესაბამისად მაღალანაზღაურებადი მასწავლებელი. იმიტომ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს მოტივაციას. მასწავლებლების ღირსეული შრომა უნდა იყოს დაფასებული.

3. უსაფრთხოება 

ერთერთი ამოსავალი არის მოსწავლეების უსაფრთხოება. ეს ამოსავალი წერტილია. ამ მიმართულებითაც გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, გაიზარდა მანდატურის ფუნქციები. გაიზარდა მოთხოვნები მათი კვალიფიკაციის მიმართ. ასევე ხდება მათი გადამზადება, რადგან მარტო ჩაერთონ, არამედ პრევენციაზეც იმუშაონ.

წყარო: გადაცემა „რა დროს ძილია“