ონლაინ კონსულტაციები მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის გრძელდება. დღეს, 7 მაისს, თქვენს კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა თევდორაძე პასუხობს.
ონლაინ შეხვედრა 13 საათზე დაიწყება და 16 საათამდე გაგრძელდება.
პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია შემოდგომაზე ორგანიზებული კომპეტენციის დადასტურებისათვის 10 სექტემბრს დაიწყო და 17 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რაც შეეხება გამოცდას, სავარაუდოდ, ნოემბერში ჩატარდება.