Baby Bag

„მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია უნდა იყოს საქართველოში“ - მასწავლებლის სახლის დირექტორი

„მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია უნდა იყოს საქართველოში“ - მასწავლებლის სახლის დირექტორი
„​მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნის სკოლასა თუ საკლასო ოთახში ვყოფილვარ და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ისეთი პედაგოგი, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებიან თავიანთ კოლეგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. უბრალოდ ჩვენს პედაგოგებს სჭირდებათ უფრო მეტი დაფასება, მეტი კეთილდღეობა, მეტი თანადგომა და ხელშეწყობა. თუ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური წინსვლა ჰქონდეს, ეს ცალსახად მასწავლებელზე გადის. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მასწავლებლის სახლს წარმოვადგენ. ამაში სადავო არაფერია. ჩვენ ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ უნდა გადავწყვიტოთ, რომ მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია იყოს საქართველოში. ყველამ უნდა მოვიკლოთ, ბიუჯეტში ყველა კომპონენტმა უნდა მოიკლოს და მეტი აქცენტი გაკეთდეს მასწავლებელზე. განათლების წარმატებული რეფორმა მასწავლებლის გარეშე ყოვლად წარმოუდგენელია.“

მასწავლებლის სახლის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე. 

წყარო: გადაცემა​ „იმედის დღე“​

„სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის ხელფასი დაახლოებით 300 ლარით გაიზრდება“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე 2019 წელი შეაჯამა და 2020 წლისთვის მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმაზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, არანაირ წარმატებას ჩვენ...