Baby Bag

,,აი, ხვალ დავინახავთ, ჰყავს თუ არა საქართველოს პედაგოგი... თუ არ ჰყავს, მაშინ ყველაფერი ახი იქნება, რაც მოგვივა!''

,,აი, ხვალ დავინახავთ, ჰყავს თუ არა საქართველოს პედაგოგი... თუ არ ჰყავს, მაშინ ყველაფერი ახი იქნება, რაც მოგვივა!''
აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დათო ფერაძე აქვეყნებს. 

უკვე დავაანონსეთ, რომ ხვალ ვიკრიბებით... რაიმე გრანდიოზულს ჯერ არაფერს ვაკეთებთ. მაგრამ, თუ „ზემოდან“ ვინმე დაგირეკავთ, ესაა ჩვენი პასუხი: ვიკრიბებით მასწავლებლები კონსტრუქციულად, მშვიდად, პოლიტიკურ-პარტიული ამბიციების გარეშე და იმედია - აზრთა სხვადასხვაობით. გვინდა შევქმნათ წარმომადგენლობითი ერთობა...დიდი მიამიტობა იქნება იმის თქმა რომ ერთობა გვაქვს, მაგრამ ამ ერთობის მიღწევა უნდა შევძლოთ მათ: ვინც სქემის საერთოდ გაუქმებას მოითხოვს; ვისაც სქემის განახლება არ მოსწონს; ვისაც ახალ სტატუსზე გადასასვლელად გასაქანს აღარ აძლევენ; ვინც მიზეზთა გამო კომფორმისტია და მუდმივად მეხოტბეობის რეჟიმში მოღვაწეობს (გუშინ რომ „იმნაირ“ სქემას უკრავდა ტაშს და დღეს „ამნაირს“); ვინც დარწმუნებულია, რომ მათნაირი პედაგოგი სამყაროს არ მოვლენია და განუმეორებელი „გრანდია“... მოკლედ ყველა ერთნი ვართ და ავად თუ კარგად დიდი პედაგოგიური კორპუსის ნაწილი ვართ. და რომელ კატეგორიასც უნდა ვეკუთვნოდეთ, რა შინაგანი კონცეფციაც უნდა გვქონდეს, ყველაზე მიუღებელი შიში და სოლიდარობის განუცდელობაა... რა გითხრათ: აქედან, პირველი თუ გაქვს და მეორე - არა, მაშინ პედაგოგი არ ხარ. აი, ხვალ დავინახავთ, ჰყავს თუ არა საქართველოს პედაგოგი. თუ ჰყავს - ყველას გვშველებია და თუ არ ჰყავს, მაშინ ყველაფერი ახი იქნება, რაც მოგვივა! სამშაბათი.13:00 სთ. თბილისის 136-ე საჯარო სკოლა. გლდანი „ა“ მ/რ. ახმეტელის თეატრის მოპირდაპირედ. თუ პედაგოგი ხარ, მობრძანდი და მოიყვანე სხვებიც!

„ახალი სქემა ორიენტირებულია მასწავლებლის დასჯის და სამსახურიდან დათხოვნის პირობების განმარ...
​საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს. წერილში ასოციაცია მთავრობის მეთაურს ახალი სქემის გაუქმებას სთხოვს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ&nbs...
„პედაგოგებო, ამოიღეთ ხმა ამ დისკრიმინაციულ დოკუმენტზე, როდემდე უნდა აბაროთ გამოცდები, როდე...
საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია მასწავლებელთა ახალი სქემის შეჩერებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აქვეყნებს. გთავაზობთ მათ მიმართვას:​„ეს სქემა უნდა შეჩერდეს სასწრაფოდ! პედაგოგებო, ამოი...

შეიძლება დაინტერესდეთ

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

დღეიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII და VIII კლასების და IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი იწყება. 


ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მისთვის საინტერესო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტს/მაკეტებს და დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნა ან/და მოსაზრება ელექტრონულად, რისთვისაც უნდა ეწვიოს ვებ გვერდს - ​grifireba.emis.ge, აირჩიოს შესაბამისი მიმართულება და საგანი.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის შედეგები თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება განმცხადებლისა და შინაარსობრივი რეცენზიის განმახორციელებელი რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფისათვის.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების გაზიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგნობრივი ჯგუფის დამსწრე რეცენზენტთა ხმათა უმრავლესობით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კი, გადამწყვეტია საგნობრივი ჯგუფის თავმჯდომარის ხმა.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების საგნობრივი ჯგუფის მიერ გაზიარების შემთხვევაში, იგი აისახება შინაარსობრივი საგნობრივი ჯგუფის რეკომენდაციაში და განმცხადებლებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი გახდება.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი 2021 წლის 18 მარტს დასრულდება.
წაიკითხეთ სრულად