Baby Bag

შეხსენება მასწავლებლებს!!!

შეხსენება მასწავლებლებს!!!

მასწავლებლობის მსურველებს საშუალება აქვთ სააპელაციო განაცხადით მომართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. მასწავლებლობის მსურველთა სააპელაციო განაცხადების მიღების ვადა დღეს, 18:00 საათზე იწურება.

სააპელაციო განაცხადი ივსება მხოლოდ ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge ან www.naec.ge.

სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის მსურველმა ვებგვერდზე მოცემული ველების შევსებამდე შევსებამდე უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური - 50 ლარი (ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს მასწავლებლობის მსურველის პირადი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში - გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.
სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს online.naec.ge ან www.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში ჩაწეროთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი.
მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს „შესვლა“და იწყებთ იმ დავალებების მითითებას, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ (შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა დავალებაც).
ამ აღნიშვნების შესრულების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა. დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“. აპელაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში აპლიკანტი ეკრანზე დაინახავს განაცხადისათვის მინიჭებულ ნომერს. გაგზავნის შემდეგ მასში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო თანხა:
1. ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
2. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
3. „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებში - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
გასაჩივრების მსურველს, რომელიც 25 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს სააპელაციო განაცხადს, თანხა განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდება. ასევე თანხა სრულად ბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების (დაკლების ან მომატების) შემთხვევაშიც. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წ​ყარო“