Baby Bag

ბერიკა შუკაკიძემ 9 სპეცმასწავლებელს სერტიფიკატები გადასცა

ბერიკა შუკაკიძემ 9 სპეცმასწავლებელს სერტიფიკატები გადასცა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ტრენინგის მონაწილე სპეცმასწავლებლები დაჯილდოვდნენ. 9 სპეცმასწავლებელს ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ სერტიფიკატები გადასცა.

2017-2018 წლებში მასწავლებლებმა უსინათლო და მცირემხედველთა მობილობა-ორიენტაციაში 50 საათიანი სასერტიფიკატო და პრაქტიკული კურსები გაიარეს, რაც მათ საშუალებას აძლევს იმუშაონ როგორც უსინათლოთა საჭიროების მიმართულებით სკოლებში, ასევე ზრდასრულ უსინათლოებთან მათი დამოუკიდებლად ცხოვრებისა და გადაადგილების გაზრდის მიზნით.

არასამთავრობო ორგანიზაციამ "მარიანი" სპეცმასწავლებლებს ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნები და სხვა საჩუქრები გადასცა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

სიახლეები, რომლებიც 2019-2020 წლიდან სკოლებში დაინერგება

სიახლეები, რომლებიც 2019-2020 წლიდან სკოლებში დაინერგება

16 სექტემბერს საქართველოს საჯარო  სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება. რა სიახლეები დაინერგება 2019-2020 სასწავლო წელს სკოლებში შეიტყვეთ სიუჟეტიდან.

წაიკითხეთ სრულად