Baby Bag

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2020 წლის გამარჯვებული ცნობილია

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2020 წლის გამარჯვებული ცნობილია

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2020 წლის გამარჯვებული გამოვლინდა. ჯილდოს მფლობელი აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიო გოგოხია გახდა. დაჯილოდების ღონისძიება დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გაიმართა.

გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ:

  • სოფიო გოგოხია – აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • მარინე ვართუმაშვილი – ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი
  • ანა კინწურაშვილი – თბილისის კერძო სკოლა ქორალის მათემატიკის მასწავლებელი
  • თეონა შერაზადიშვილი – ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • ელზა ხარშილაძე – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი


​მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეოთხედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.


თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყა​რო“

​ჩემი პირველი მასწავლებელი
ჩემი პირველი მასწავლებელი დედაჩემი იყო. მშვიდი და წყნარი, დარდით გატეხილი, თუმცა მაინც მომღიმარი, შავებში ჩაცმული ქალი, ნაადრევი ჭაღარით. დედას რიტუალი​ სოფლის სკოლაში ვსწავლობდი. ნაძვნარში ოდნავ მოჩა...
„მასწავლებლების დაფასება მნიშვნელოვანია, როგორც ამ პროფესიის პრესტიჟის ასამაღლებლად, ასევე...
​საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მასწავლებლებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს.„5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა!მინდა, გულითადად მო...