Baby Bag

სპორტის საუკეთესო ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

სპორტის საუკეთესო ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი სპორტის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის საგამოცდოდ ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს. ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგს ატარებს გამოცდილი ტრენერი, რომელიც თავად ასწორებს მასწავლებლის საგნის გამოცდებს.

„თუ ხართ პრაქტიკოსი პედაგოგი და გამოცდაზე სამსახურის შესანარჩუნებლად გიწევთ გასვლა, მაშინ ნამდვილად დაგჭირდებათ რჩევა გამოცდილი ტრენერისგან, რომელიც თვითონ ასწორებს მასწავლებლის საგნის გამოცდებს. მან ზუსტად იცის, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ტესტის დაწერისას. ის გირჩევთ, როგორი მეთოდით გააკეთოთ დავალებები და გასწავლით „ხრიკებს“ ტესტის ადვილად დასაწერად. მის მიერ მომზადებულმა ყველა აპლიკანტმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა“, - აცხადებენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში.

ტრენინგზე რეგისტრაცია სრულდება 10 ნოემბერს. ხანგრძლივობა - 15 მეცადინეობა, თითო მეცადინეობა 2-საათიანია.

​სრული კურსის ღირებულება 250 ლარი

​მეცადინეობა დაიწყება 12 ნოემბრიდან

​რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.g​le/Z1asrE9oxswMHyxA8 ან დარეკეთ ნომერზე 592 47 72 77

​R.

შეიძლება დაინტერესდეთ

პრემიერ-მინისტრი მასწავლებლებს მიმართავს

პრემიერ-მინისტრი მასწავლებლებს მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მასწავლებლებს და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს მოუწოდებს, 15 აგვისტოდან აჭარაში ან სხვა, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მატარებელ რეგიონებში ყოფნის შემთხვევაში, თავი შეიკავონ სამსახურში გამოცხადებისგან:

„მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში მასწავლებელს, ან სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან 15 აგვისტოდან იმყოფებოდნენ აჭარაში, ან სხვა ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ რეგიონებში, რა თქმა უნდა, 2 კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ, საქმის კურსში ჩააყენონ შესაბამისი სამინისტრო - განათლების სამინისტრო, თავიანთი უწყებები და თავი შეიკავონ სასწავლო წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისგან,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.


წაიკითხეთ სრულად